soon.ge

00RT ❚ OTHR (LIVE) ❚ PHASE FATALE ❚ UNHUMAN B2B AGAINSTME ❚ EKLEKTRA ❚ PABLO BOZZI ❚ SHARLESE

როდის
სად
KHIDI

აღწერა

20 ნოემბერს KHIDI ლეიბლის BITE შოუქეისს უმასპინძლებს — 2018 წელს Phase Fatale-ის მიერ დაფუძნებულ ლეიბლი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა შოუქეისზე კლუბის მთავარ სცენას დაიკავებს KHIDI-ს რეზიდენტი Phase Fatale. Post-Punk-ის გავლენებით ჩამოყალიბებული მისი მუსიკალური სტილი მრავალფეროვან ჟღერადობებსა და კონცეპტუალურ ნარატივებს აერთიანებს, რომელთა ცენტრშიც ყოველთვის საცეკვაო მოედანია. მას B2B სეტით შეუერთდებიან Unhuman და AgainstMe. KHIDI-ს რეზიდენტი Unhuman ბერლინში დაფუძნებული ელექტრონული და ექსპერიმენტული პროექტია. იგი ასევე ლეიბლისა და ივენთების სერიის Liber Null Berlin დამფუძნებელია. ბერლინში მოღვაწე ბერძენი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი AgainstMe არის SMUTH Athens-ის რეზიდენტი, რომელიც დინამიურ რიტმებს, უხეშ ტექსტურებსა და რიტუალურ ენერგიას აერთიანებს სეტებში. ლაინაფში ასევე ლაივ შესრულებით იქნება KHIDI-ს რეზიდენტი OTHR, რომეიც თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, მისი შემოქმედება კი სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს 00rt. როგორც KHIDI-ს დამფუძნებელსა და მის მთავარ მამოძრავებელ ძალას, თამარს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თბილისის თანამედროვე ღამის ცხოვრების ჩამოყალიბებაში G2-ში დაუკრავს Pablo Bozzi — დიჯეი, პროდიუსერი, ლაივ შემსრუებელი და ლეიბლ Second Sight-ის დამფუძნებელი, რომლის შემოქმედება 80-იანი და 90-იანი წლების მუსიკალურ გავლენებს თანამედროვე ჟღერადობებთან აერთიანებს. მას შეუერთდება სიეტლში დაფუძნებული დიჯეი და რადიოწამყვანი Sharlese, რომლის არაპროგნოზირებადი სელექცია მოიცავს ჟანრებს: Electro, EBM, Italo Disco, Techno და სხვა. G2-ის ლაინაფს დაასრულებს ადგილობრივი დიჯეი და KHIDI-ს გუნდის წევრი Eklektra, რომელიც ღრმა, იდუმალ ატმოსფეროს გამორჩეულ გრუვებთან აერთიანებს და საცეკვაო მოედანზე ენერგიულ განწყობას ქმნის

00RT ❚ OTHR (LIVE) ❚ PHASE FATALE ❚ UNHUMAN B2B AGAINSTME ❚ EKLEKTRA ❚ PABLO BOZZI ❚ SHARLESE — ბილეთები · 20 ნოემბერი, 2026 · soon.ge