soon.ge
ტურიზმი

თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026

როდის

აღწერა

თბილისი, საქართველო — თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 გაიმართება 2026 წლის 18–20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებს, დიზაინერებს, ურბანისტებს, მკვლევრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.წლევანდელი თემა — Places in Transition (გარდამავალი სივრცეები) — იკვლევს, თუ როგორ გარდაიქმნება ჩვენი ქალაქები, ლანდშაფტები და საზოგადოებები. სივრცეები არასოდეს არის სტატიკური. ისინი მუდმივად იცვლება სოციალური პროცესების, ტექნოლოგიური პროგრესის, კლიმატური გამოწვევების, იდენტობის ტრანსფორმაციის, კონფლიქტების, განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის გადააზრების შედეგად.ფორუმი გვთავაზობს არქიტექტურაზე ფიქრს არა მხოლოდ ახალი სივრცეების შექმნის, არამედ უკვე არსებულის ადაპტაციის, შენარჩუნების, აღდგენისა და ახალი მნიშვნელობებით გამდიდრების კონტექსტში. TAF 2026 ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტორებს, დიზაინერებს, ურბანისტებს, მკვლევრებს, კულტურის ინსტიტუტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ იცვლება ჩვენი აშენებული გარემო და როგორ შეიძლება ამ ცვლილებების პასუხისმგებლიანად მართვა.წლევანდელი ფორუმის საერთაშორისო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორებსა და კრეატიულ მოაზროვნეებს გააერთიანებს. მათ შორის არიან: ბობ ალისი (Allies and Morrison, დიდი ბრიტანეთი), კევეჰ დაბირი (OMA, როტერდამი/ლონდონი), ვალენტინა ჩიუფი (Alcova, იტალია), ჯოზეფ გრიმა (Alcova, იტალია), ლუკა ბუსოლინო (Carlo Ratti Associati, იტალია), ამინ ტაჰა (Groupwork, დიდი ბრიტანეთი), ვეი იაპი (Wei Yap Architects, ავსტრალია/საქართველო), მაიკლ გრეფი (LAND srl, ავსტრია/იტალია), ბორხა ფერატერი (OAB–ELIA, ესპანეთი), ადა ივარს ბრავო (MYAA, ესპანეთი/დიდი ბრიტანეთი), ევგენია პოზიგუნი (MYAA, ესპანეთი), მარსელინა ჟელინსკა (Chapman Taylor, დიდი ბრიტანეთი), ჯეკ ტეილორი (A for Architecture, დიდი ბრიტანეთი), დარენ კომბერი (ScotBrownrigg / Rooms Hotels, დიდი ბრიტანეთი), ჟოან ჟენერ გონსალესი (H3O, ესპანეთი), პაბლო სენატი (Bofill, ესპანეთი), ჰაიკ შაჰინიანი და აშოტ სნხჩიანი (LFA, სომხეთი). სპიკერების სია ეტაპობრივად კიდევ შეივსება.ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს:18 სექტემბერი — გახსნის დღე, რომლის მასპინძლი იქნება Holiday Inn. დღე დაეთმობა გაცნობით ღონისძიებებს, ინტერაქციულ შეხვედრებს, ვორქშოფებსა და პროფესიულ ქსელურ ურთიერთობებს.19 სექტემბერი — ფორუმის მთავარი საკონფერენციო დღე გაიმართება Expo Georgia-ში, სადაც ჩატარდება მთავარი მოხსენებები, პანელური დისკუსიები და თემატური საუბრები Places in Transition-ის ირგვლივ.20 სექტემბერი — მონაწილეები სპეციალურად ორგანიზებული არქიტექტურული ტურებისა და ექსკლუზიური ვიზიტების ფარგლებში აღმოაჩენენ თბილისისა და საქართველოს არქიტექტურულ და ურბანულ მემკვიდრეობას.ფორუმის პარალელურად, Georgian Objects-თან კოლაბორაციით, Expo Georgia-ის პავილიონში სამი დღის განმავლობაში გაიმართება ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი დიზაინერების უნიკალური ავეჯი, განათება და დიზაინერული პროდუქცია. გამოფენა ღია და უფასო იქნება ფართო საზოგადოებისთვის.როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არქიტექტურული პლატფორმა, თბილისის არქიტექტურის ფორუმი აგრძელებს პროფესიული დიალოგის, ცოდნის გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, რითაც თბილისს მსოფლიო არქიტექტურული დისკუსიის მნიშვნელოვან ცენტრად ამკვიდრებს.დამფუძნებელი პარტნიორი: Cityzenმთავარი პარტნიორები: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და AdjaragroupEarly Bird ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.დამატებითი ინფორმაციისთვის, სრული პროგრამისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ TAF-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://taf.com.ge/.ღონისძიების დაწყების დრო:დღე 1 - Holiday Inn Tbilisi - 11 საათიდღე 2 - ექსპო ჯორჯია - 10:00 საათიდღე 3 - დაანონსდება ფორუმის ვებგვერდზე მოგვიანებითლოკაცია:დღე 1 - Holiday Inn Tbilisi - https://maps.app.goo.gl/JHxAv3iMT2DfDjn19დღე 2 - Expo Georgia - https://maps.app.goo.gl/NqXewNFaQkFKLRTW9დღე 3 - ქალაქის სხვადასხვა ლოკაციები (დაანონსედება ფორუმის ვებგვერდზე მოგვიანებით)ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.ბილეთები:Early Bird (SOLD OUT)Day 1 Pass (18 Sept – Holiday Inn Tbilisi ) - 70₾Day 2 Pass (19 Sept – Expo Georgia) - 120₾Full Forum Pass (All 3 Days: 18–20 Sept, including city tours & exhibitions) - 150₾Student Pass (All 3 Days) - 60₾VIP Pass (All 3 Days) - 350₾I კალათა:Day 1 Pass (18 Sept – Holiday Inn Tbilisi ) - 80₾Day 2 Pass (19 Sept – Expo Georgia) - 140₾Full Forum Pass (All 3 Days: 18–20 Sept, including city tours & exhibitions) - 200₾Student Pass (All 3 Days) - 80₾VIP Pass (All 3 Days) - 450₾II კალათა:Day 1 Pass (18 Sept – Holiday Inn Tbilisi) - 100₾Day 2 Pass (19 Sept – Expo Georgia) - 180₾Full Forum Pass (All 3 Days: 18–20 Sept, including city tours & exhibitions) - 250₾Student Pass (All 3 Days) - 100₾VIP Pass (All 3 Days) - 550₾Day 1 Pass- Holiday Inn Tbilisi-ში გახსნის დღის ღონისძიებებზე დასწრება- გახსნის მოხსენებები, დისკუსიები და ვორქშოფები - ნეთვორქინგ სესიები- ყავის შესვენებებიDay 2 Pass- სრული წვდომა მთავარ კონფერენციაზე Expo Georgia-ზე- მთავარი სპიკერების ლექციები- პანელური დისკუსიები- პროდუქტისა და დიზაინის გამოფენა- პარტნიორების ზონებიFull Pass- ყველაფერი, რაც შედის Day 1 ბილეთში- ყველაფერი, რაც შედის Day 2 ბილეთში- წვდომა Day 3-ის სპეციალურად შერჩეულ არქიტექტურულ ქალაქის ტურზე და მუზეუმების ვიზიტებზე*- პროდუქტისა და დიზაინის გამოფენა- ყავის შესვენებები ფორუმის განმავლობაში- TAF-ის ბრენდირებული ოფიციალური სასაჩუქრე პაკეტიStudent Pass - სრული წვდომა ფორუმის სამივე დღეზე- გახსნის დღის პროგრამა- მთავარი კონფერენცია- Day 3-ის არქიტექტურული ქალაქის ტურები და მუზეუმების ვიზიტები*- პროდუქტისა და დიზაინის გამოფენა- ყავის შესვენებები ფორუმის განმავლობაშიVIP Pass- მოიცავს სრული ფორუმის ბილეთის ყველა უპირატესობას, დამატებით:- დაჯავშნილი ადგილი მთავარ დარბაზში- ექსკლუზიური წვდომა VIP Lounge-ზე Day 2-ის განმავლობაში- ექსკლუზიური წვდომა ლანჩის შესვენებაზე Day 2-ზე- მოწვევა Gala Dinner-ზე Day 2-ის საღამოს- TAF-ის ბრენდირებული ოფიციალური სასაჩუქრე პაკეტი* ვორქშოფები, სადისკუსიო ოთახები და ქალაქის ტურები საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას და დამოკიდებულია ადგილების ხელმისაწვდომობაზე, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.Website: http://taf.com.ge/ FB: https://www.facebook.com/TbilisiArchitectureForum/ Insta: https://www.instagram.com/tbilisi_architecture_forum/