
აღწერა
26 სექტემბერს G2 კლუბის რეზიდენტს, პარიზსა და თბილისში დაფუძნებულ არტისტს Liza Rivs და მის მიერ მოწვეულ არტისტებს უმასპინძლებს. ამ ღამეს Liza Rivs B2B სეტს დაუკრავს Creams-თან — ნიუ-იორკში დაფუძნებულ პროდიუსერთან, მუსიკოსთან და დიჯეისთან, რომელიც წარმოშობით თბილისიდანაა. მისი ნამუშევრები ექსპერიმენტულ პოპსა და საკლუბო მუსიკას შორის მოძრაობს და აერთიანებს ვოკალს, ელექტრონულ პროდაქშენს, ჰიპნოტურ ტექნოს და ელექტროს. სეტებში ის საკუთარ კომპოზიციებსაც იყენებს და ექსპერიმენტული პოპის ხედვას პერკუსიულ საკლუბო რიტმებთან აერთიანებს. მათ შეუერთდება 5nipss. მრავალფეროვან მუსიკალურ გარემოში გაზრდილმა Left Bank-ის რეზიდენტმა საკუთარი პრაქტიკა, როგორც დიჯეიმ, პროდიუსერმა და არტისტმა, თბილისში ჩამოაყალიბა. მისი სელექციები მოიცავს ჰაუსს, დეტროიტის გავლენით შექმნილ ჟღერადობას, ბასზე დაფუძნებულ რიტმებსა და მინიმალისტურ ტექსტურებს. ლაინაფს დაასრულებს Tekkon, რომელიც თბილისის საკლუბო სცენაზე ადრეული ასაკიდანაა აქტიური. წლების განმავლობაში მისი სტილი განვითარდა და დღეს ის ასევე ტრანსზე ორიენტირებული ღონისძიებების სერიის Pirate Bay-ის თანადამფუძნებელია