
მე - 8 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში
- როდის
აღწერა
მე - 8 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში საქართველოს ტურიზმის ასოციაცია გიწვევთ მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - სტანდარტები ტურიზმში. ხანგრძლივობა: 10:00 -18:00 ენა: ქართული/ინგლისური კონფერენცია, გააერთიანებს პროფესიონალებს ტურიზმის სფეროდან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ღონისძიებას დაესწრებიან კერძო / საჯარო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მომხსენებლების რანგში მოწვეულია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროშ გაუზიარებენ აუდიტორიას. ღონისძიება მოიცავს სამ სესიას: • პირველი სესია: „მდგრადი დანიშნულების ადგილი“ – მუნიციპალური და დანიშნულების ადგილების პოზიციონირება. • მეორე სესია: „სასტუმრო და განთავსება“ – სასტუმროების კლასიფიკაციისა და შეფასების ახალი სისტემა. მოწვეული სტუმარი: World Sustainable Hospitality AllianceUK • მესამე სესია: ვორკშოპი – The Business of Adventure Tourism - ვორქშოპს წარუძღვება The Adventure Travel Trade Association (ATTA) USA წარმომადგენელი. ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GNTA, თბილისის მერია, World Sustainable Hospitality AllianceUK, სასტუმრო პარაგრაფი, Landmarker Group, VINOTEL, INFINITE SOLUTION და სხვა. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://docs.google.com/.../1mfV2mnS0t.../viewform... გელოდებით ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით წლის მნიშვნელოვან კონფერენციაზე! ასაკობრივი ზღვარი: 20+ აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება