soon.ge

ა.ლ.ჟ.ი.რ.ი

როდის

აღწერა

ალჟირი სპექტაკლი „ა.ლ.ჟ.ი.რ.“ საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფურცელს - „ხალხის მტრების“ ცოლების ბანაკს წარმოადგენდა. დოკუმენტურ ფაქტებსა და მოგონებებზე აგებული თხრობა იმ ქართველ ქალებზე გვესაუბრება, რომელთა ერთადერთი „დანაშაულიც“ დაპატიმრებული თუ დახვრეტილი ქმრების გვერდით დგომა იყო. ბანაკის 8 000-მდე პატიმარს შორის 300-მდე ქართველი იყო - მათ შორის კირა ანდრონიკაშვილი, ქეთევან ორახელაშვილი, აშხენ ნალბანდიანი, აგრეთვე ნოდარ დუმბაძის დედა და მამიდა. აღნიშნული სპექტაკლი სწორედ მათ ხსოვნასა ეძღვნება. ჟანრი: დოკუმენტური დრამა ერთ მოქმედებად რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი : ავთანდილ ვარსიმაშვილი მხატვარი: მირიან შველიძე სპექტაკლში მონაწილეობენ: ირინა მეღვინეთუხუცესი ინა ვორობიოვა ნატალია ვორონიუკი ნინო კიკაჩეიშვილი მარიამ კიტია სოფო ლომჯარია ანა ნიკოლავა სპექტაკლის ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი ენა - რუსული (16 +)

ა.ლ.ჟ.ი.რ.ი — ბილეთები · 6 ნოემბერი, 2026 · soon.ge