
აღწერა
ტექსტის ავტორი: რენანა რაზი რეჟისორი: ამიტაი იაიშ ბენ ოუსილიო მუსიკა: რან ელმალიახი ქორეოგრაფია: მორ ლიდერი სივრცის, განათებისა და ვიდეოს დიზაინი: ირის მუალემი ვიდეო: ჯანის პროდაქშენი კოსტიუმები: დორონ აშკენაზი ცოცხალი მუსიკა: ტალია დანციგი მონაწილეობენ: მიგელ ორბახი, იაკოვ ამსელემი, ჰადას ნეუმანი, ტალ მარჰავი, რეუტ გილ ატიასი, ადი ზინგერი, დორონ მაგალი, ომერ არიე ლაბა, ტომ ამსელემი წარმოგიდგენთ „ოტეფ ჰა ნეგევის თეატრს" ისრაელიდან, დოკუმენტური ნამუშევარით - „ადგილი სიცოცხლისთვის“ რა აქცევს ადგილს სახლად? რა ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ეს შეგრძნება ერთ წამში ინგრევა და რა დაემართა ჩვენს საერთო სახლს? ეს არის ნამუშევარი, რომელიც 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, უშუალოდ ღაზის მოსაზღვრე დასახლებების მკვიდრთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაიბადა. დასის შემადგენლობაში თავად გადარჩენილები და ევაკუირებული ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი და თანამოქალაქეების ტრავმა სასცენო ენად აქციეს. WhatsApp-ის რეალური შეტყობინებები, პირველწყაროს მტკიცებულებები, მოძრაობა, ვიდეოარტი და ცოცხალი მუსიკა ერთიანდება წარმოდგენაში, რომელიც შინისაკენ მიმავალი გზის ძიებასა და სულის განკურნების რთულ პროცესს ასახავს.