
აღწერა
"წყეულიმც იყოს ორივე გვარი" კომედიური ჟანრის სპექტაკლია ორ მოქმედებად. სიუჟეტი იტალიის ქალაქ ვერონაში ვითარდება რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილის შემდეგ. სპექტაკლი ერთგვარ პაროდირებას ახდენს ცნობილი შექპირისეული ნაწარმოების სიუჟეტისა და ამბის გაგრძელების კომედიურ ვერსიას გვთავაზობს. ორი გვარი, მონტეგები და კაპულეტები ისტორიულ ბროლაში ჩართულნი ფიზიკური დაპირისპირებების შედეგად ანგრევენ ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებენ ტურიზმის განვითარებას და ხელს უშლიან ქალაქის ეკონომიკურ მდგრადობას. ქალაქის თავი ბევრი მუდარის შემდეგ გადაწყვეტს , რომ გვარები, რომლებმაც არც კი იციან საიდან დაიწყო მტრობა, ერთმანეთს ძალით შეარიგოს. რეჟისორი : გიორგი კიკნაძე დამდგმელი მხატვარი: ბარბარა ასლამაზი ქორეოგრაფი : თინათინ წულაძე მუსიკალური გამფორმებელი : ზურაბ გაგლოშვილი მსახიობები: რუსკა მაყაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ნოდარ ძოწენიძე, ჯორჯი დვალიშვილი, ანანო გულედანი, მარია გიორგობიანი, ანუკი შარია, ქეთი გიორგაძე, თედო გოგოლაძე.