soon.ge
სხვა

AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile

როდის
სად
Tbilisi

აღწერა

📅️ პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026🕙️ 10:00 – 18:00📍️ Radisson Blu Iveria, თბილისი, თავისუფლების მოედანი 1 – Google Maps🗣️ ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური📢️ მზად ხარ AgileXchange-ისთვის?ჩვენ ვბრუნდებით საქართველოს მსოფლიო ეჯაილ რუკაზე დამკვიდრებისა და ადგილობრივი ეჯაილ კომუნის გაძლიერების მისიით!ამჯერად გიწვევთ რიგით მეხუთე AgileXchange-ზე – 2023 წელს ჩვენი პირველი ღონისძიება სულ რაღაც ორ სპრინტში დაიგეგმა, 2024 წელს კი საერთაშორისო ეჯაილ სამიტზე 400-ზე მეტ მონაწილეს ვუმასპინძლეთ.წლევანდელი თემაა Hands-On Agile. პირველად, AgileXchange მთელი დღის ფორმატში გაიმართება და მთავარი აქცენტი პრაქტიკაზე იქნება: 6 პარალელურ დარბაზში ჩატარდება ვორქშოფების ორი ტალღა საერთაშორისო ტრენერების ხელმძღვანელობით, ამასთან, გახსნითი გამოსვლა, მოხსენებები სცენაზე და დისკუსია ქართველ ლიდერებთან.🎙️ შემოგვიერთდით გლობალურ სპიკერებთან და ტრენერებთან ერთად:- Patricia Soler Herrero – აღმასრულებელი ქოუჩი და ფასილიტატორი, ღონისძიების გახსნითი მომხსენებელი;- Jose Casal – Business Agility-ის კონსულტანტი, Actineo Consulting-ის თანადამფუძნებელი, Professional Scrum Trainer, Flight Levels Guide და Training from the BACK of the Room-ის სერტიფიცირებული ტრენერი;- Christophe Martinot – ICAgile-ის ტრენერი და Management 3.0-ის ფასილიტატორი, წიგნის SPIRAL UP® ავტორი;- Jon Ward – Enterprise Agility-სა და ხელოვნური ინტელექტის კონსულტანტი, Beneficial Consulting-ის დამფუძნებელი და Agile Business Consortium-ის სერტიფიცირებული Thought Leader;- Apeksha Patel – ინდოეთის პირველი ქალი Certified Scrum Trainer და პირველი Accredited Kanban Trainer, Agile Alliance-ის დირექტორთა საბჭოს წევრი;- ნინო გორგაძე – პროექტების მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი (PMP®, PMI-ACP®), 20 წელზე მეტი გამოცდილებით პროექტებისა და პორტფელების მართვაში;- ვატო დოლიძე – ორგანიზაციული დიზაინერი, გამოვა თემით „Agile Beyond Tech“;- ლევან ხომერიკი – Tbilisi Medic-ის აღმასრულებელი დირექტორი. Tbilisi Medic პირველი კომპანიაა საქართველოს სამედიცინო სექტორში, რომელმაც ეჯაილ მიდგომებზე გადაინაცვლა;- თორნიკე ჩხაიძე – „ნიადაგის“ მმართველი პარტნიორი.გარდა ამისა, ტრადიციულად, AgileXchange Vol. 5 ასევე უმასპინძლებს ადგილობრივ პროფესიონალებსა და კომუნების ლიდერებს სხვადასხვა სფეროდან.🎟️ ბილეთები🎤️ General Admission – 120 ლარი📍️ 30 ოქტომბერი, Radisson Blu Iveriaსრული დღის წვდომა ყველა მოხსენებაზე, პანელსა და ვორქშოფზე.📩️ ჯგუფური ჯავშნისთვის მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 577 288557🎯️ რატომ AgileXchange?- იმუშავებ პირდაპირ საერთაშორისო ტრენერებთან, მცირე ჯგუფებში;- დაუსვამ კითხვებს სფეროს წამყვან ექსპერტებს;- ჩაერთვები დისკუსიაში ადგილობრივ ლიდერებთან;- გაიფართოვებ პროფესიულ წრეს;- გახდები საქართველოს ძალიან მზარდი ეჯაილ კომუნის წევრი.🤝️ გენერალური პარტნიორი: Flutter CEE🤝ღონისძიების პარტნიორები: TWINIT, ACT Institute, ILARIAდაინტერესებული ხარ პარტნიორობით ან სპონსორობით? დაგვიკავშირდი WhatsApp-ზე: +995 577 288557🔗️ დეტალებისთვის ეწვიე ჩვენს ვებსაიტს – agilexchange.org📲️ გამოგვყევი სოციალურ მედიაში:🔗️ AgileXchange on Facebook🔗️ AgileXchange on LinkedIn🌟️ გასული ღონისძიებები:AgileXchange Vol. 1 – საქართველოს პირველი ეჯაილ სამიტი, ივლისი 2023;AgileXchange Vol. 2 – Agile Manifesto-ს თანაავტორი Dr. Alistair Cockburn, ოქტომბერი 2023;AgileXchange Vol. 3 – საერთაშორისო სამიტი 400+ მონაწილით, 26 აპრილი, 2024;AgileXchange Vol. 4 – Beyond the Frameworks, 30 სექტემბერი, 2025.

AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile — ბილეთები · 30 ოქტომბერი, 2026 · soon.ge