
აღწერა
PMI AI In Action ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში. ღონისძიება ტარდება PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის (PMI Tbilisi, Georgia Chapter) AI Project-ის ფარგლებში. ღონისძიებაზე რეალური ქეისების, ინტერაქციული დემოებისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით განვიხილავთ AI-ის რეალური გამოყენების შემთხვევებს, მის გავლენას სამუშაო პროცესებზე და იმ უნარებს, რომლებიც პროფესიონალებს AI ეპოქაში კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ. ნეთვორქინგის ფარგლებში, გავცვლით გამოცდილებასა და იდეებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან რას განვიხილავთ AI in Action-ზე? 🤖 ჩვენ აღარ ვისაუბრებთ წარსულის კითხვაზე - „გამოვიყენოთ თუ არა AI?“ ჩვენ ვისაუბრებთ აწმყოსა და მომავლის კითხვაზე - „როგორ გამოვიყენოთ AI?“ ✨ როგორ გამოვიყენოთ AI ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ისე, რომ რეალურად დავზოგოთ დრო 🤖 AI აგენტები - ახალი ციფრული თანამშრომლები თუ უბრალოდ მორიგი buzzword? ⚙️ ავტომატიზაცია - პროცესების თავიდან გააზრება და არა მხოლოდ ელ-ფოსტის ავტომოპასუხე 🧠 როგორ ვნერგავთ AI-ს გუნდებში, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ ცვლილებებს 🛡️ პასუხისმგებლიანი AI - სად გადის ზღვარი ინოვაციას, რისკსა და ეთიკას შორის 🚀 რეალური AI ქეისები - რა მუშაობს, რა არ მუშაობს და რატომ 🔥 Fuck Up Stories - გულწრფელი გამოცდილება შეცდომებზე, ჩავარდნებზე და გაკვეთილებზე 💡 რა უნარები დაგვჭირდება ეპოქაში, სადაც AI რუტინულ სამუშაოს საკუთარ თავზე იღებს AI in Action არის სივრცე რეალური გამოცდილებისთვის, პრაქტიკული დემოებისთვის, ინტერაქციისთვის და იდეებისთვის, რომლებიც მხოლოდ პრეზენტაციებში არ რჩება. ფორმატი Keynote გამოსვლები დარგის ექსპერტებისგან რეალური ქეისების განხილვა ინტერაქციული პროფესიული დისკუსია მიზნობრივი ნეთვორქინგი მოწვეულ მონაწილეებთან სპიკერების ვინაობა გამოცხადდება სექტემბრის ბოლოს.. ღონისძიების დეტალები: თარიღი: 17 ოქტომბერ, 2026 ლოკაცია: Flutter, 55 გიორგი ჩუბინაშვილის ქ. დრო: 11:00-18:00 (GMT+4) დამსწრეები: PMI-ის წევრები, პროექტების მენეჯერები, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული პროფესიონალები ღონისძიების მთავარი პარტნიორია Flutter. ბილეთების შეძენის და რეგისტრციის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი 📝 PMI-ს წევრებისთვის და მოხალისეებისთვის დასწრება უფასოა, რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/cGUCYYEPHX9Rk76h7 დრო: 11:00-18:00 ხანგრძლივობა: 7 საათი ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ PDU: წარმომადგენლობის სერტიფიცირებულ წევრებს დაერიცხებათ PDU-ები აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება