
აღწერა
25–27 სექტემბერს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა - TYAM 2026.ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა და დამოუკიდებელ არტისტებს, გალერეებს, კურატორებს, კოლექციონერებს, კულტურის ინსტიტუციებსა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო პროფესიონალებს.სამი დღის განმავლობაში სასახლის საგამოფენო და ისტორიულ სივრცეებში იქნება თანამედროვე ხელოვნების გამოფენა-გაყიდვა. პროგრამა ასევე მოიცავს საუბრებს, პანელურ დისკუსიებს, Portfolio Session-ს, პროფესიულ და B2B შეხვედრებს, Networking-სა და სპეციალურ ზონებს.ბილეთები: 25 სექტემბერი - VIP ბილეთი (გახსნის დღე): 50 ლარი26 სექტემბერი - სტანდარტული ბილეთი: 10 ლარი27 სექტემბერი - სტანდარტული ბილეთი: 10 ლარიდაწყების დროები:• 25 სექტემბერი - 13:00• 26 სექტემბერი - 11:00• 27 სექტემბერი - 11:00ღონისძიებას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.4 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.4 წლიდან საჭიროა ბილეთის შეძენა.