soon.ge
სხვა

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2026

როდის

აღწერა

ღვინის მოყვარულთა ტრადიციული ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ წელს უკვე მერვედ უმასპინძლებს სტუმრებს. ფესტივალი 24 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“ ჩატარდება. პროექტის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.ფესტივალის უმთავრესი მისია ღვინის დამწყები მწარმოებლების ხელშეწყობა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. აქ ისინი საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ როგორც ადგილობრივ ენთუზიასტებსა და სფეროს პროფესიონალებს, ისე უცხოელ სტუმრებს. წელს განსაკუთრებულ ატმოსფეროს გპირდებით, სადაც უშუალოდ მეღვინეებისგან მოისმენთ მათ საინტერესო ისტორიებს. ფესტივალზე გექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ და პირველებმა დააგემოვნოთ აქამდე უცნობი მარნების საუკეთესო ნაწარმი; დაგხვდებათ მრავალფეროვანი ხემსი, კარგი განწყობა და მთაწმინდის ულამაზესი შემოდგომა.ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 22 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] ან დარეკეთ ნომერზე 598308688. ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.ბილეთის ფასი: 20 ლარი.  ბილეთის ფასში შედის 1 სადეგუსტაციო ჭიქა.ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2026 — ბილეთები · 24 ოქტომბერი, 2026 · soon.ge