
აღწერა
რეჟისორი: ირაკლი კიკვაძეინსცენირების ავტორი - ირაკლი კიკვაძეკომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძემხატვარი - გიორგი გოგიტიძერეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავამონაწილეობენ:სალომე ცაგურიავანო მაღლაკელიძეალექსანდრე გაბაიძემინდია ჩოხარაძესოფიო ცინცაძელევან მიდილიში აღწერა:,,ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ყველა დროის გამორჩეული ნაწარმოებია. მის მიმართ ინტერესი არ ქრება, იზრდება კიდეც. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფოთეატრის სცენაზე სრულიად ახალი, განსხვავებული ინტერპრეტაციითგათამაშდება. ელისი იაპონელი თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ერთ დღესაცხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ დაიღალა დაბავშვობაში სურს დაბრუნება. სწორედ აქედან იწყება ახალგაზრდა ელისისთავგადასავალი. ამბის გმირებთან შეხვედრის დროს ელისს იმედებიუცრუვდება, რადგან მოზარდ გოგონას ვერავინ სცნობს და ყველა მიანიშნებსმასში არსებულ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ელისი იწყებს ამ პრობლემაზეფიქრს და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ თავად არის შეცვლილი.სპექტაკლში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის თოჯინა ქმნის განსხვავებულ და შთამბეჭდავ წარმოდგენას. ორიგინალური მუსიკა, ტექსტის თანამედროვეინტერპრეტაცია და მსახიობების ოსტატობა ჰარმონიულად ერწყმისერთმანეთს და გვიხატავს სამყაროს, სადაც მაყურებელი ელისთან ერთადმოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში.სპექტაკლი გვესაუბრება და გვაფიქრებს ისეთ აქტუალურ თემებზე,როგორებიცაა: მოზარდობის ასაკობრივი თავისებურება, სამყაროს აღქმა -შემეცნება, საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა.”სარეკომენდაციო ასაკი: 8+ხანგრძლივობა: 40 წთ