
აღწერა
SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით. ჯაზ კლუბი 1984 წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილის ტრიოს გაატარეთ განსაკუთრებული საღამო ქართველი ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საერთაშორისო აღიარების მქონე პიანისტთან — ბექა გოჩიაშვილთან. ლევან დეისაძესა და ზაზა ცერცვაძესთან ერთად, ტრიო წარმოგიდგენთ დახვეწილ მუსიკალურ პროგრამას, სადაც თანამედროვე ჯაზი, ორიგინალური კომპოზიციები და თავისუფალი იმპროვიზაცია ერთიანდება. მსოფლიო დონის მუსიკოსები, ელეგანტური გარემო და ცოცხალი მუსიკის განსაკუთრებული ენერგია — საღამო, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. 👥 შემსრულებლები: 🎶 ბექა გოჩიაშვილი — კლავიში 🎶 ლევან დეისაძე — ბასი 🎶 ზაზა ცერცვაძე — დრამი გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება