
აღწერა
23 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე! ჯგუფი „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე! მოემზადეთ დაუვიწყარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შოუსთვის , სადაც ქართული პოლიფონიის სიღრმე და ჯაზური იმპროვიზაცია ანდალუსიური ფლამენკოს ცეცხლოვან რიტმსა და თეატრალურ ვნებას ერწყმის. ეს არ არის უბრალოდ კონცერტი — ეს არის ორი უძველესი კულტურული სამყაროს დიალოგი, სადაც ქართული ფოლკ-ჯაზისა და ესპანური ფლამენკოს ვირტუოზები სცენაზე ცოცხალ, ექსპრომტულ ენერგიასა და უნიკალურ სინთეზს გპირდებიან. ეს არის შოუ, სადაც არქაული ხმები თანამედროვედ გაჟღერდებიან და ორ იბერიას შორის გამოგზაურებენ! მონაწილეობენ: ანტონიო ანდრადე, ურსულა მორენო, დავიდ ბასტიდას, ზურაბ გაგნიძე, ზაზა მიმინოშვილი, ბექა ბუჩუკური, მიშო ჯავახიშვილი, ია სალაღიშვილი, ბექა კოვზიაშვილი, ლექსო ჭუმბურიძე, ბაჩანა ჭანტურია, მარიამ ბაქელაშვილი. Presented by - საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია Powered by - SilkBank აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება