soon.ge

სისხლიანი ქორწილი

როდის

აღწერა

ადამიანი ირჩევს, ბედისწერა კი არჩევანს არ ტოვებს. ეს არის სპექტაკლი სიყვარულზე, რომელიც ტრადიციების მძიმე, საუკუნოვან ჯაჭვზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, და ვნებაზე, რომელმაც აკრძალვები ფერფლად აქცია. ლორკას გენიალური დრამა სცენაზე აცოცხლებს სამყაროს, სადაც ოჯახური მოვალეობა და სიყვარული ერთმანეთს დუელში იწვევენ. სად გადის ზღვარი ტრადიციასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის? რა შეუძლია სიყვარულს - ნგრევა თუ შენება? ქორწილი, რომელიც სიცოცხლის დღესასწაული უნდა ყოფილიყო, იქცევა საბედისწერო რიტუალად, სადაც მასპინძელი - სიკვდილია. და მაინც, რომელს აქვს ფორთოხლის ფერი - სიკვდილს თუ სიცოცხლეს?. რეჟისორი - გიორგი ჭანტურია მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი ტექსტის ადაპტაცია - ნინია სადღობელაშვილი ტექნიკური რეჟისორი - ნონა როგავა მონაწილეობენ: ლეონარდო - გიგა აბულაძე დედა - ნანა ბუკია სასიძო - ირაკლი სამუშია სარძლო - ელენე ქურთიშვილი ლეონარდოს ცოლი - სალომე ბუღაძე მოახლე - მარინა დარასელია დამლაგებელი - მარიამ მღებრიშვილი მამა - რეზო ჯოჯუა ხანგრძლივობა: 1 საათი და 20 წუთი ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

სისხლიანი ქორწილი — ბილეთები · 12 ოქტომბერი, 2026 · soon.ge