
აღწერა
ახალგაზრდა მწერალი სოსო რედაქციაში თავის მოთხრობას, „ცისფერ მთებს“, მიიტანს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული, თუმცა ხელნაწერს არავინ კითხულობს, ხოლო მისი ეგზემპლარები უკვალოდ ქრება. რედაქციის თანამშრომლები მუდმივად დაკავებულები არიან შეხვედრებით, თათბირებით, პირადი საქმეებითა და უსასრულო ბიუროკრატიული პროცედურებით. ერთადერთი ადამიანი, ვინც მოთხრობით ინტერესდება, დაწესებულების მღებავია. ელდარ შენგელაიას ირონიული კომედია აბსურდული სიტუაციებითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით ამხელს ბიუროკრატიას, გულგრილობასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას - სისტემას, რომელშიც ყველა თითქოს საქმეს აკეთებს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი მხატვარი: ბორის ცხაკაია კომპოზიტორი: გია ყანჩელი ხმა: ვლადიმერ ნიკონოვი მონტაჟი: ლეილა აშიანი როლები: რამაზ გიორგობიანი, ვასილ კახნიაშვილი, თეიმურაზ (თემო) ჩირგაძე, ივანე საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ მეზვრიშვილი, ოთარ გუნცაძე, დარეჯან სუმბათაშვილი, ზეინაბ ბოცვაძე, ნინო თუთბერიძე, მიხეილ ქიქოძე, გიორგი ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, გურამ პეტრიაშვილი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა, ლიკა ქავჟარაძე, ოთარ კობერიძე, ვასილ ჩხაიძე, შოთა ქოჩორაძე, გია ლაზიშვილი, ანზორ ღვინერია, ვაჟა ნოდია, დავით ხინთიბიძე, ოლღა თაბუკაშვილი, თეა გაბუნია, მაია ლოლაძე, ლევან ერისთავი ხანგრძლივობა: 97 წთ ენა: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება