soon.ge

BOYD SCHIDT ❚ DELANO LEGITO ❚ DUAL PISTOLS ❚ FREQUENCY SHIFTER (LIVE) ❚ KXAH ❚ REGAL ❚ IAMEA ❚ PHILIPP DRUBE ❚ OBRI

როდის
სად
KHIDI

აღწერა

6 ნოემბერს KHIDI უმასპინძლებს კლუბის ესპანელ რეზიდენტსა და ლეიბლის Involve Records დამფუძნებელს Regal, რომელმაც თანამედროვე ტექნოს სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი არტისტის სახელი დაიმკვიდრა. მას შეუერთდება როტერდამში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი Delano Legito, რომელიც ჰაუსსა და ტექნოს შორის ჟღერადობის თავისუფალი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი მიდგომითა და გამორჩეული მიქსინგის ტექნიკითაა ცნობილი. არტისტებთან ერთად წარდგება Kxah — თბილისში დაფუძნებული დიჯეი, პროდიუსერი და ივენთების ორგანიზატორი, რომლის ჟღერადობა მდიდარია პერკუსიით. მრავალფეროვანი დიჯეი სეტებითა და გამორჩეული ლაივ შესრულებებით ცნობილი, KHIDI-ს რეზიდენტი Frequency Shifter ლაივ სეტს დაუკრავს. ლაინაფს დაასრულებენ კლუბის რეზიდენტები, პიონერი არტისტი, ლეიბლის Sonic Groove წევრი Boyd Schidt და თბილისი თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი Dual Pistols G2-ში დაუკრავს ბერლინში მოღვაწე დიჯეი და ლეიბლის Space Trax თანადამფუძნებელი Philipp Drube, რომლის მუსიკალური გზა ტრანსის მრავალფეროვან მხარეებზეა ორიენტირებული. მას შეუერთდება Iamea — ადგილობრივი დიჯეი და ფირფიტების ენთუზიასტი, რომელიც ცნობილია ეკლექტიკური მუსიკალური კოლექციითა და ემოციური სეტებით. G2-ის ლაინაფს დაასრულებს ლოკალური დიჯეი Obri, რომლის მუსიკალური გზა 2000-იანი წლების შუა პერიოდში Trance სცენაზე დაიწყო, მოგვიანებით კი ტექნოსკენ განვითარდა და ფსიქოდელიური ინტენსივობით გამორჩეული ჟღერადობა ჩამოაყალიბა

BOYD SCHIDT ❚ DELANO LEGITO ❚ DUAL PISTOLS ❚ FREQUENCY SHIFTER (LIVE) ❚ KXAH ❚ REGAL ❚ IAMEA ❚ PHILIPP DRUBE ❚ OBRI — ბილეთები · 6 ნოემბერი, 2026 · soon.ge