
BOYD SCHIDT ❚ FREQUENCY SHIFTER ❚ PURITAN ❚ OTHR ❚ CITIZENS UNION ❚ EKLEKTRA ❚ KNAUGHTY
- როდის
- სად
- KHIDI
აღწერა
9 ოქტომბერს KHIDI კლუბის რეზიდენტებსა და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეულ არტისტებს უმასპინძლებს. 20 წელზე მეტი გამოცდილებით, Boyd Schidt თბილისის ანდერგრაუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საკუთარი ჟღერადობა წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა და არის წევრი ლეიბლისა Sonic Groove. მრავალფეროვანი დიჯეი სეტებითა და ლაივ შესრულებებით გამორჩეული Frequency Shifter ელექტრონული მუსიკის ფართო სპექტრს აერთიანებს და საკუთარი მიდგომით მუდმივად სცდება ჟანრულ საზღვრებს. Murder TBS ლეიბლის დამფუძნებელი Puritan ცნობილია გამორჩეული, მრავალფეროვანი სელექციითა და საცეკვაო მოედნის ენერგიის მართვის უნარით. ინდუსტრიაში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, OTHR-მ მუსიკის ფართო ცოდნა ჩამოაყალიბა, რომელსაც საკუთარ დიჯეი სეტებში, ლაივ შესრულებებსა და სტუდიურ ნამუშევრებში ავლენს G2 უმასპინძლებს Citizens Union-ს — თბილისში დაფუძნებულ დიჯეისა და ფოტოგრაფს. მისი ნამუშევრები ქალაქის ქვიარ ანდერგრაუნდ ცხოვრების არსს ასახავს და ამ მომენტებს სენსიტიურობითა და ავთენტურობით აფიქსირებს. როგორც Eau de Cologne-ის, ქვიარ კოლექტივის თანადამფუძნებელი, ის აქტიურად მონაწილეობს თბილისის ქვიარ საზოგადოებისთვის ინკლუზიური სივრცეების შექმნაში. მას შეუერთდება Eklektra — ადგილობრივი დიჯეი და KHIDI-ს გუნდის წევრი, რომელიც საკუთარ სეტებში ჟანრებს: Electro, Breaks, Acid და DnB აერთიანებს. G2-ის ლაინაფს Knaughty დაასრულებს, რომელიც საკუთარ სეტებში მუსიკის ისტორიისა და მრავალფეროვნების ღრმა ცოდნას ავლენს და წლების განმავლობაში დაგროვილ კოლექციას ექსპრესიულ, ჟანრულ საზღვრებს მიღმა მდგომ შესრულებებში გარდაქმნის