
CARMILLA SIOUX ❚ CURSES ❚ DOWNWELL ❚ NATALIE BERIDZE ❚ PARRISH SMITH ❚ ASH SCHOLEM ❚ BODY PRESSURE ❚ LEU ❚ SEVDA
- როდის
- სად
- KHIDI
აღწერა
30 ოქტომბერს KHIDI ჰელოუინის ღამეს უმასპინძლებს, სადაც Curses დაუკრავს. ბერლინში დაფუძნებული არტისტი ჟანრებს: New Wave, Italo Disco, EBM საკუთარ ვოკალთან აერთიანებს და კლუბში გამორჩეულ ენერგიას ქმნის. მას შეუერთდება Parrish Smith — ნიდერლანდელი დიჯეი და პროდიუსერი, რომლის უნიკალური ჟღერადობა ჟანრებს: Punk, Rock, Techno და Experimental მუსიკას აერთიანებს. ლაინაფს ასევე შეუერთდება ბარსელონაში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერი Carmilla Sioux. მისი მუსიკალური ფესვები Post Punk-ს უკავშირდება, სადაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბასისტად მოღვაწეობდა. მისი ჟღერადობა Dark Wave, EBM, Electro და ინდუსტრიულ მუსიკას აერთიანებს და ქმნის გოთიკურ, მედიტაციურ ატმოსფეროს ქმნის. ასევე, ლაივ შესრულებით წარდგება Natalie Beridze — ადგილობრივი ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თავდაპირველად მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და მუსიკალურ ვიდეოებზე მუშაობით, მოგვიანებით კი პირველი ჩანაწერი გამოსცა. ლაინაფს დაასრულებს KHIDI-ს რეზიდენტი Downwell. Persephonic Sirens-თან მისი კავშირი და მრავალფეროვანი მუსიკალური ინტერესები მის სეტებში სხვადასხვა სტილის გადაკვეთას ქმნის G2-ში Sevda და Ash Scholem B2B სესიით წარდგებიან. Sevda ლადუკა ნინუას Progressive Trance/House პროექტია. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მან ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ხედვა, რომელიც მის დიჯეი სეტებში, ლაივ შესრულებებსა და კომპოზიციებში ვლინდება. Ash Scholem, ლეიბლ Transfigured Time-ის თანადამფუძნებელი და Left Bank-ის გუნდის წევრი, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მრავალწლიანი გამოცდილებითა და მრავალფეროვანი მუსიკალური ხედვით, მისი სეტები სხვადასხვა ჟანრსა და სტილს შორის მოძრაობს. G2-ის ლაინაფს ასევე შეუერთდება Body Pressure — KHIDI-ს რეზიდენტისა და Murder TBS-ის დამფუძნებლის, დავით ჯაფარიძის, იგივე Puritan-ის სოლო პროექტი. სახელის შესაბამისად, Body Pressure უფრო რბილ და ინტიმურ მუსიკალურ სივრცეებს იკვლევს. ლაინაფს დაასრულებს LEU, რომელიც ცნობილია ღრმა და დინამიური სეტებით, სადაც Techno და მოძრავი Tech-House ერთიანდება და საცეკვაო მოედანზე ინტენსიურ, რიტმულ მოგზაურობას ქმნის