
აღწერა
ასაკობრივი შეზღუდვა: 14+ ჟანრი: ქრონიკა 3 მოქმედებად ენა: ქართული ხანგრძლივობა: 210 რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი მხატვარი: მირიან შველიძე რეჟისორის ასისტენტი: რუსუდან შოშიტაშვილი მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, მარიამ კიტია, გიორგი ფირანიშვილი, თიკო კორძაძე, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, სლავა ნათენაძე, ლაშა გურგენიძე, გიორგი ცერცვაძე, ანი ალადაშვილი სპექტაკლის შესახებ: მეოცე საუკუნის 90 იანი წლების ქრონიკა ბერტოლდ ბრეხტის იდეის მიხედვით. საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, გუბერნატორს ჰკლავენ, მისი მეუღლე კი გარბის ქვეყნიდან. მათი პატარა ბავშვი კი გუბერნატორის მოახლეს გრუშე ვაჩნაძეს რჩება. ბავშვზე კი ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, გრუშე არ თმობს ბავშვს, მასთან ერთად გაურბის მკვლელებს, ჯალათებს. ომი დამთავრდა და გუბერნატორის მეუღლე დაბრუნდა საქართველოში. ვინაა ნამდვილი დედა? ის ვინც გააჩინა თუ ის ვინც გაზარდა? ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მოსამართლეს აზდაკი ჰქვია. სპექტაკლში მონაწილეობს “თავისუფალი თეატრის” მთელი დასი. ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს! დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება