soon.ge
სხვა

Crossroad AI

როდის
სად
Tbilisi

აღწერა

რა არის?Crossroad AI საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის საერთაშორისო AI კონფერენციაა, რომელიც 3 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება და ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს, პროდუქტის ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.რაზეა კონფერენცია?კონფერენციის მთავარი თემა იქნება, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და სამუშაოს, მათ შორის პროგრამულ ინჟინერიას და პროდუქტების განვითარებას.კონფერენცია აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას:Builders მიმართულება - როგორ იქმნება AI მოდელები და პროდუქტები, რომლებიც ცოდნაზე დაფუძნებულ სამუშაოს ცვლიან, და როგორ გამოიყენება AI პროგრამულ ინჟინერიაში ეს მიმართულება შეეხება AI ინჟინერიასა, აგენტებს, ღია მოდელებს, ხმოვან AI-სა და პროგრამული ინჟინერიის ციკლში AI-ს ინტეგრირებას.Applied მიმართულება - როგორ ცვლის AI პროდუქტისა და პროექტების მართვას, მენეჯმენტს, ტალანტების მართვასა და სხვა კორპორაციულ პროცესებს. ასევე, როგორ მიმდინარეობს AI ტრანსფორმაცია ქართულ კომპანიებში.ვინ არიან სპიკერები?კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა Google, YouTube, Anthropic, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.Crossroad AI-ის სპიკერები იქნებიან სარა მალდონი (Make), იან სმერჰოვსკი (Google/Gemini), არნას მატიუკასი (Google/Gemini), კინგა აშბოთი (YouTube), ევჟენ ვიბიტული (Anthropic), იაკუბ ლიხმანი (ElevenLabs) ირაკლი სალია (Hugging Face), ნათია კუხილავა (Helio AI), შოთა ელყანიშვილი (Bespoke AI), ანი ჯანელიძე (ElevenLabs), ბექა ზაქაიძე (SeekerClaw), ლევან ცინაძე (Maxin AI) და სხვა ქართველი და მოწვეული AI პროფესიონალები.კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ნეთვორქინგიც - კონფერენციაზე შეხვდებით AI პროფესიონალებს, მკვლევრებს, ახალგაზრდა ტალანტებს და ბიზნეს ლიდერებს.რატომ უნდა დავესწრო?კონფერენციაზე მოისმენთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რეალურ პროდუქტებსა და გამოყენების მაგალითებს, გაიგებთ როგორ ცვლის AI პროგრამულ ინჟინერიას, პროდუქტების განვითარებასა და ბიზნესის მართვას და შეხვდებით პროფესიონალებს, რომლებიც ამ ცვლილებებს ყოველდღიურად ქმნიან.ვინ არიან პარტნიორები?კონფერენციის გენერალური სპონსორები თიბისი, სილქ როუდ ჯგუფი და ალტა არიან. სპონსორები კი აფგეიმინგი და UN Women.რა ფასდაკლება მოქმედებს თიბისის ბარათებზე?ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

Crossroad AI — ბილეთები · 3 ოქტომბერი, 2026 · soon.ge