soon.ge

დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი" (გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი)

როდის

აღწერა

31 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ რეზო კორინთელთან თემაზე: „დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი" (გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი). შეხვედრას ფსიქიატრი რეზო კორინთელი გაუძღვება და ორი გამორჩეული ისტორიული პიროვნების შინაგან სამყაროს, პიროვნულ თავისებურებებსა და ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან განიხილავს. როგორ აისახება ადამიანის შინაგანი კონფლიქტები მის შემოქმედებაზე? რა ფსიქოლოგიური თავისებურებები განასხვავებს გამორჩეულ პიროვნებებს და როგორ უკავშირდება გენიოსის ბუნება მის აზროვნებასა და სამყაროს აღქმას? შეხვედრა მსმენელს შესაძლებლობას მისცემს, განსხვავებული კუთხით შეხედოს დოსტოევსკისა და ლეონარდო და ვინჩის პიროვნებებს და ჩაუღრმავდეს შემოქმედებასა და ადამიანის ფსიქიკას შორის არსებულ კავშირებს. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი" (გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი) — ბილეთები · 31 ოქტომბერი, 2026 · soon.ge