soon.ge

ძია ვანია

როდის

აღწერა

„ძია ვანია“ არსებობს კი ბედნიერება? და თუ არსებობს, სად არის იგი? ადამიანები გვანან დაღუპვისთვის განწირული გემის მგზავრებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება – წვრილმანებშია, საკუთარი თავის სიყვარულშია. პერსონაჟები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითგანადგურებისკენ, უნებლიეთ ანადგურებენ ყველაფერს ირგვლივ: ტყეებს, ერთმანეთს, საკუთარ თავს... მათ არ ახსოვთ ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი – კეთილი საქმეების კეთება. იყო საჭირო და სასარგებლო თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რათა გაამართლო საკუთარი არსებობა. ნიკა ჩიკვაიძე ავტორი: ანტონ ჩეხოვი ჟანრი: დრამა დამდგმელი რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე მხატვარი: ლიზა ჭიჭინაძე პლასტიკა და ქორეოგრაფია: თინათინ ქოიავა მუსიკალური გაფორმება: ნინა კალატოზი რეჟისორის თანაშემწე: მარიამ ფსუტური პრემიერა: 14 დეკემბერი, 2022 წელი მსახიობები: არჩილ ბარათაშვილი (სერებრიაკოვი ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ, გადამდგარი პროფესორი) სოფიო ლომჯარია (ელენა ანდრეევნა, მისი ცოლი, 27 წლის) ნინა კალატოზიშვილი (სოფია ალექსანდროვნა (სონია), მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან) ირინა კვიჟინაძე / ალა მამონტოვა-ცხადაია (ვოინიცკაია მარია ვასილიევნა, საიდუმლო მრჩევლის ქვრივი, პროფესორის პირველი ცოლის დედა) მიხეილ არჯევანიძე (ვოინიცკი ივან პეტროვიჩ, მისი ვაჟი) ვლადიმერ ნოვოსარდოვი (ასტროვი მიხაილ ლვოვიჩი, ექიმი) კარინა ყენია (მარინა, მოხუცი ძიძა)

ძია ვანია — ბილეთები · 16 ოქტომბერი, 2026 · soon.ge