soon.ge

ძია ვანია

როდის

აღწერა

„ძია ვანია“ არსებობს კი ბედნიერება? და თუ არსებობს, სადაა იგი? ადამიანები სიცოცხლისთვის არიან განწირულნი. მათ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება - წვრილმანებსა და საკუთარი თავის სიყვარულშია. პერსონაჟები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითგანადგურებისკენ, უნებლიეთ ანადგურებენ ყველაფერს ირგვლივ - ტყეებს, ერთმანეთს, საკუთარ თავს. მათ არ ახსოვთ ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი – სიკეთის თესვა . არ არის საჭირო ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. სასურველია თუნდაც ერთი ადამიანი, რათა გაამართლო საკუთარი არსებობა. ავტორი: ანტონ ჩეხოვი ჟანრი: დრამა დამდგმელი რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე მხატვარი: ლიზა ჭიჭინაძე პლასტიკა და ქორეოგრაფია: თინათინ ქოიავა მუსიკალური გაფორმება: ნინა კალატოზი რეჟისორის თანაშემწე: ინგა თუმანიშვილი მსახიობები: არჩილ ბარათაშვილი სოფო ლომჯარია ნინა კალატოზიშვილი ირინა კვიჟინაძე / ალა მამონტოვა-ცხადაია მიხეილ არჯევანიძე ვლადიმერ ნოვოსარდოვი კარინა ყენია ენა - რუსული ასაკობრივი შეზღუდვა (16+)

ძია ვანია — ბილეთები · 14 ნოემბერი, 2026 · soon.ge