
აღწერა
„ემიგრანტები“ ანოტაცია: „ადამიანი აბსურდულად ცხოვრობს“, - წერდა ლეგენდარული პოლონელი დრამატურგი სლავომირ მროჟეკი. მისი პიესა „ემიგრანტები“, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, საკუთარი ეპოქის განსახიერებად იქცა და დღემდე საოცრად აქტუალურია. ორი ემიგრანტი კამათობს და ერთმანეთს საკუთარ სიმართლეს უმტკიცებს. მათ ყოფს ცნება „თავისიანი - უცხო“, თუმცა მათი პაექრობა სცდება ემიგრანტების პრობლემებს და მარადიულ კითხვებს ეხება: იცხოვრო ისე, როგორც ყველა, თუ ყველაფერში აზრი ეძებო? სიცილი, ცრემლი, სამშობლოს ნოსტალგია, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება, ირონია და გულწრფელობა – ფინალში ყოველივე ამას გამარჯვებული არ ჰყავს და ვერც ეყოლება. „ვინ ვარ მე ამ სამყაროში? სად არის ჩემი ადგილი?“ - ცხოვრება გვაიძულებს, საკუთარ სინდისთან გარიგებაზე წავიდეთ და პრინციპები დავთმოთ. თუმცა პიესის გმირები ამ კითხვებზე პასუხს თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვენ... სლავა ნათენაძე ავტორი: სლავომირ მროჟეკი ჟანრი: კომედია თარგმანი: პოლონურიდან თარგმნალეონარდ ბუხოვმა დამდგმელი/სამხატვრო ხელმძღვანელი: ავთანდილ ვარსიმაშვილი რეჟისორი: სლავა ნათენაძე მხატვარი: ნატალია კობახიძე მუსიკალური გაფორმება: ელისო ორჯონიკიძე მსახიობები: ოლეგ მჭედლიშვილი, დიმიტრი სპორიშევი პრემიერა: 1 ოქტომბერი, 2022 წელი.