
აღწერა
„ემიგრანტები“ პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის 1970-იან წლებში დაწერილი პიესა „ემიგრანტები“ არ კარგავს აქტუალობას. სიუჟეტი ვითარდება ორ ემიგრანტს შორის, რომელთა კამათი უბრალო კომფლიქტს სცდება და მარადიულ კითხვებში გადადის - იცხოვრო ისე, როგორც ყველა, თუ ყველაფერში ეძიო აზრი? ნოსტალგია, ირონია, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება და გულწრფელობა - ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არავინ რჩება. ჩნდება ბუნებრივი კითხვა - „ვინ ვარ მე ან რა ვარ ?“ ეს ის საკითხია, რომელზე პასუხსაც გმირები თითოეული ჩვენგანისგან იღებენ ავტორი: სლავომირ მროჟეკ ჟანრი: კომედია თარგმანი: ლეონარდ ბუხოვი რეჟისორი: სლავა ნათენაძე მხატვარი: ნატალია კობახიძე მუსიკალური გაფორმება: ელისო ორჯონიკიძე მსახიობები: ოლეგ მჭედლიშვილი, დიმიტრი სპორიშევი სპექტაკლის ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი ენა - რუსული (16 +)