
ესპანური წითელი ღვინოების დეგუსტაცია Another Valley-ში
- როდის
აღწერა
ესპანური ღვინო რიოხასა და ტემპრანილიოზე ბევრად მეტია. 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, Another Valley-ში THE NEW SPAIN-ის სერიის მეორე დეგუსტაციაზე გეპატიჟებით. ამჯერად წითელ ღვინოებს გავიცნობთ — გალისიის გრილი, ატლანტიკური ვენახებიდან ნავარაში, მონსანტში, პრიორატსა და რიბერა-დელ-დუეროში გადავინაცვლებთ.საღამოს ექვს ღვინოს დავაგემოვნებთ:Matilda Nieves Mencía 2025 — Ribeira Sacraხალისიანი, წვნიანი და ატლანტიკური ხასიათის მენსია — ჩვენი მოგზაურობის მსუბუქი დასაწყისი.Viña Zorzal Garnacha 2024 — Navarraგარნაჩა მკაფიო ხილის არომატებით, სიხალისითა და სანელებლების ნოტებით.Acústic Red 2022 — Montsantხმელთაშუაზღვისპირული გარნაჩა და კარინიენა — მეტი სიღრმითა და სტრუქტურით.Ritme Red 2022 — Prioratკონცენტრირებული ღვინო მინერალური ხასიათით, რომელშიც პრიორატის ცნობილი ფიქლოვანი ნიადაგების გავლენა იგრძნობა.PLAER 2022 — Prioratძველი ვაზების კარინიენა და გარნაჩა — უფრო ღრმა, ძლიერი და კომპლექსური ღვინო, რომელიც პრიორატის კიდევ ერთ მხარეს გაგვაცნობს.Lleiroso Reserva 2019 — Ribera del Dueroტემპრანილიო, დავარგება და სიმწიფე — საღამოს კლასიკური, სტრუქტურირებული ფინალი.ღვინოებს ისეთი თანმიმდევრობით გავსინჯავთ, რომ განსხვავებების აღმოჩენა მარტივი და საინტერესო იყოს: ატლანტიკური მენსიას სიხალისიდან უფრო ღრმა ხმელთაშუაზღვისპირულ წითლებამდე. ერთმანეთს შევადარებთ მონსანტსა და პრიორატს, შემდეგ კი პრიორატის ორ განსხვავებულ ღვინოს — საინტერესო შესაძლებლობაა დავინახოთ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი რეგიონის ღვინოებიც.მაგიდასთან მხოლოდ ათი სტუმარი ვიქნებით. გვექნება დრო, აუჩქარებლად დავაგემოვნოთ, კითხვები დავსვათ და შთაბეჭდილებები გავცვალოთ. ღვინოში კარგად გარკვევა აუცილებელი არ არის — მოდით ცნობისმოყვარეობით და აღმოაჩინეთ, ესპანეთის რომელი მხარეა თქვენს გემოვნებასთან ყველაზე ახლოს.6 ღვინო · 5 რეგიონი · მხოლოდ 10 სტუმარი27 ოქტომბერი, სამშაბათი · 20:00109 ლარი ერთ ადამიანზე · Another Valleyდაჯავშნეთ ადგილი და შემოგვიერთდით THE NEW SPAIN: RED-ზე.ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.