
აღწერა
კომედიური, თბილი და ამავე დროს აქტუალური ამბავი თაობებს შორის გაუგებრობაზე, სიყვარულსა და თანაცხოვრების რთულ ხელოვნებაზე — პიესა „არ დამიძახოთ ბებია“ გვიყვება ქალბატონ თინაზე — დაახლოებით 70 წლის ქვრივზე, ბიბლიოთეკარზე, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული წიგნებზე და მთელი ცხოვრება მათ კითხვასა და მოვლას მიუძღვნა. პატარა ტანის, მინიატურული, მუდამ მოწესრიგებული და ექსცენტრული თინა თითქოს არ დადის — „დაფრინავს“, კი არ ლაპარაკობს — „მღერის“ და თავისი უნიკალური სამყაროთი ყველას აოცებს. მის ცხოვრებაში მოულოდნელად იწყება ყველაზე დიდი გამოწვევა — შვილიშვილების მოვლა. თანამედროვე მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ ტელეფონებისა და სოციალური ქსელების სამყაროში, და ქალი, რომლის რეალობა წიგნებით არის სავსე — მათი შეხვედრა ნამდვილ „კულტურულ შეჯახებად“ იქცევა. წესები, თავისუფლება, სიყვარული, პასუხისმგებლობა — ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა იუმორით, კონფლიქტებითა და გულწრფელი დიალოგებით ეს ისტორია ნელ-ნელა იქცევა თბილ ამბად ურთიერთგაგებაზე. ეს არის სპექტაკლი თაობებს შორის განსხვავებებზე, ბებია-შვილიშვილების ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ზოგჯერ „ბებია“ შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე თანამედროვე ადამიანი. ავტორი- მაკა ხარშილაძე, ქეთევან ხარშილაძე კომპოზიტორი- დავით თავაძე რეჟისორები-ქეთევან ხარშილაძე, კახა გაბელაია მხატვარი- მაია სხირტლაძე ვიდეო ინსტალაციები- ირაკლი ხვთისიაშვილი ქორეოგრაფი- დავით მეტრეველი რეჟისორის თანაშემწე- თამაზ ქარაული მონაწილეობენ: ქეთევან ქიტიაშვილი, ნია ტოგონიძე, ტასო როსტომაშვილი, დამიანე ნავაძე. ასაკი: 10+