
ცქრიალა ღვინის ტური უფლისციხის მამულში
- როდის
აღწერა
შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ ქართული ღვინის კულტურის სრულიად ახალი, ცქრიალა განზომილება! საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, სადაც 8000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია უპირველესად ქვევრსა და წყნარ ღვინოებთან ასოცირდება. თუმცა, ქართულ ღვინის კულტურას აქვს კიდევ ერთი, საოცრად დახვეწილი, ელეგანტური მხარე - ეს ცქრიალა ღვინის ისტორიაა. დღეს ეს ისტორიული კონტექსტი ახალ სიცოცხლეს შიდა ქართლში, უფლისციხის მამულში პოულობს. ამ რეგიონის კლიმატი და ნიადაგის სტრუქტურა იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ყურძენმა შეინარჩუნოს ცქრიალასთვის აუცილებელი ბუნებრივი, ცოცხალი მჟავიანობა და დახვეწილი არომატები. აქ, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქის პანორამული ხედების ფონზე, წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება. უფლისციხის მარანში ცქრიალა ღვინის წარმოება ნამდვილ ალქიმიას ჰგავს, სადაც მკაცრი ტექნოლოგიური დისციპლინა ერწყმის შემოქმედებით რომანტიკას. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ბოთლი იქმნება იმ იმედითა და განწყობით, რომ გახსნის მომენტში, სადღაც, ვიღაცის ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი წამი დააფიქსიროს. ტურის შესახებ: ზედაველა, სოფ. ქვახვრელი, შიდა ქართლი ხანგრძლივობა: 1.5 - 2 საათი ფასი: 110 ლარი / პერსონა მინიმალური ჯგუფი: 5 სტუმარი ტური მოიცავს - მიღებას მამულში - ვენახისა და მარნის ტური - კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოების პროცესის გაცნობა - შიდა ქართლის მეღვინეობის ტრადიციების პრეზენტაცია - ღვინის დეგუსტაციას: - 1 ცქრიალა ღვინო - 3 წყნარი ღვინო - გასტრონომიულ მენიუ: სადილი, ვახშამი ავთენტური გამოცდილება ღვინის მოყვარულთათვის, რომლებიც ეძებენ შიდა ქართლის გემოს, ცქრიალა ღვინოებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას.