soon.ge
სხვა

თბილისის ზოოპარკი

როდის

აღწერა

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა. მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, თავმომწონე ფარშავანგები, სხვადასხვა სახეობის ხოხბები და ჭრელა-ჭრულა თუთიყუშები. ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები. სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.თბილისის ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით. სამუშაო საათები: • 1 მარტიდან 1 ივნისამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე; • 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე; • 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე; • 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე. ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე. ზოოპარკში შესვლის ღირებულება: • 3 წლამდე – უფასო; • 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი; • 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი. ეგზოტარიუმში შესვლის ღირებულება: • 3 წლამდე – უფასო; • 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი; • 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი. სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.