soon.ge
სხვა

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სასცენარო კურსი ნესტან ნენე კვინიკაძესთან ერთად

როდის

აღწერა

19 სექტემბერს, D Block-ის მხარდაჭერით, ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სასცენარო კურსს ნესტან ნენე კვინიკაძესთან ერთად.თუ გსურთ თქვენი იდეა სიუჟეტად, ხოლო სიუჟეტი სცენარად აქციოთ, შემოგვიერთდით.კურსის ფარგლებში შეძლებთ ამბის შერჩევასა და მის სცენარად განვითარებას.კურსის შესახებკურსს ხელმძღვანელობს ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, რამდენიმე კინოსცენარის და პიესის ავტორი.კურსის დეტალები◇ თარიღი · 19 სექტემბერი◇ სესიები · 10◇ ადგილების რაოდენობა · 10◇ განრიგი · კვირაში 2-ჯერ, შაბათსა და კვირას◇ დრო · 12:00–14:30◇ ხანგრძლივობა · 2,5 საათი◇ ასაკი · 16+◇ ფასი · 550 ლარი◇ მისამართი · მ. კოსტავას ქ. 14 • D Block Workspace @ Stambaკურსის პროგრამა1. შესავალი • ამბის შერჩევა კინოსცენარისთვის და სავარჯიშოები2. კონცეფცია • ამბის გარდასახვა კინოსცენარად3. დრამატურგია • არქიტექტონიკა, მთავარი გმირი, მიზანი და წინააღმდეგობა4. ბაზა • ლოგლაინი, სინოფსისი და თრითმენტი5. პრაქტიკა • ინტენსიური მუშაობა თრითმენტზე6. დიალოგები • პერსონაჟების ენა და პრაქტიკული სავარჯიშოები7. განვითარება • სცენარზე მუშაობის ძირითადი პროცესი8. პირველი დრაფტის ბაზის შექმნა9. პირველი დრაფტის შექმნა10. კითხვარატომ ეს კურსი? - საერთაშორისო გამოცდილება: მენტორის პროექტები ისეთი პლატფორმების გამარჯვებულია, როგორებიცაა: Hubert Bals, Sarajevo IFF, APSA, სლოვენიისა და საბერძნეთის კინოფონდები. - პრაქტიკული შედეგი: იდეას აქცევთ სიუჟეტად, ხოლო სიუჟეტს — მზა კინოსცენარად. - უნარები: შეისწავლით კინოსცენარის წერის სწორ ფორმასა და სტრუქტურას.შემოგვიერთდით! ერთად ვუყუროთ სხვის ფილმებს და დავწეროთ საკუთარი!კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:facebook.com/Kenkrastudio · instagram.com/kenkrastudio