
თბილისის ტური ფიროსმანის თვალით
- როდის
აღწერა
თბილისის ტური ფიროსმანის თვალით ზურა ბალანჩივაძესთან (ზურიუსი) ერთადფიროსმანის ტური - ეს არის თბილისის ალტერნატიული კუთხით გაცნობა, რომელიც საშუალებას იძლევა, გავიგოთ მეტი იმ ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფიროსმანი. მის ტილოებზე ზუსტად ის თბილისი ცოცხლდება, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს და რაც ყველაზე საინტერესოა, დღემდეა შემორჩენილი არაერთი ადგილი, რომელიც ამ დიდი მხატვრის მოგონებას ინახავს. ტურის მიზანიც სწორედ ესაა: ვიზიტორს დაანახოს თბილისი ფიროსმანის თვალით.ტური არის საფეხმავლო ტიპის და მოიცავს მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების უბნებს - იმ ადგილებს, სადაც ფიროსმანი ყველაზე დიდ დროს ატარებდა.ვიმოგზაურებთ მუშტაიდის ბაღში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიებზე, გავუყვებით ძველი დუქნების რიგებს და არც თანამედროვე სთრით არტი გამოგვრჩება, რომელიც ფიროსმანითაა ნასაზრდოვები. ტურს ორბელიანის უბანში დავასრულებთ - იმ ადგილას, სადაც ფიროსმანი დახლთან ვაჭრობდა.შეხვედრის ადგილი: მუშტაიდის ბაღი, შიდა სცენის წინ.ენა: ქართული/ინგლისური (ჯავშნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს კომბინირებული)დასასრულის ადგილი: ორბელიანის მოედანი.ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი.ასაკობრივი შეზღუდვა: 10 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.ფასი:10-16 წლამდე მოზარდებისთვის - 30₾17+ ასაკის პერსონებისთვის - 50₾.ტურის ხანგრძლივობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ ზრდასრულების მონაწილეობა.იმისთვის რომ შესრულდეს ტური, აუცილებელია მინიმუმ ორი მონაწილის რეგისტრაცია.https://maps.app.goo.gl/qsDNJdrkQMaz2jdV7