
საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის 🧼✨
- როდის
აღწერა
სამი სხვადასხვა აქტივობის შეძენისას ფასი მცირდება -150₾-ის ნაცვლად 105₾.შესაძლებელია სამი სხვადასხვა ბავშვის სტუმრობა, ან ერთი ბავშვის სტუმრობა სამჯერ.სამი სხვადასხვა აქტივობის შეძენას შეძლებთ ცეშის საზაფხულო აბონემენტის შეძენით. შემოქმედებითი სახელოსნო ,,ცეში”” საპნის დამზადების შემეცნებით ვორქშოფზე პატარებს უმასპინძლებს მისამართზე გ.ახვლედიანის 25 (ყოფილი პეროვსკაია) პროგრამის ფარგლებში პატარები შეარჩევენ სასურველ ფორმებს :მარწყვებს, სტიჩის, ლაბუბუს, , გულებს, დათუჩებსა და ა.შ. საპონს სურნელითა და ფერებით საკუთარი გემოვმებით შეაზავებენ , ნაშრომებს კი საჩუქრად წაიღებენ. საპნის შრობის პარალელურად მოისმენენ საპნის წარმოშობის ისტორიას, მოხატავენ დეკორატიულ სკულპტურებს . მასტერკლასი შემეცნებითია . პატარებში აღძვრავს შინაგან ინტერესსა და ეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში , ასევე ემსახურება დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, შემოქმედებითი უნარების , მოტორიკის განვითარებას❤️ რაც მთავარია, შეიძენს ახალ , შემოქმედებით მეგობრებს.5 წლამდე ბავშვის სტუმრობისას აუცილებელია მშობლის დასწრება.