
აღწერა
ფეხბურთელები” ბურთიც უნდათ. ბოლო სიტყვაც. მთელი სამყაროც. თექვსმეტი–ჩვიდმეტი წლისები არიან და ყველაფერი ერთად ხდება: პირველი სიყვარული, მეგობრებთან ჩხუბი საიდუმლოები, რომლებსაც ვერავის უმხელ… და ფეხბურთის ფინალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ! კეთილი იყოს შენი მოსვლა გუნდში! აქ ერთმანეთს ნერვებსაც უშლიან და ერთმანეთისთვის თავსაც გადადებენ. „ფეხბურთელები“ - სიცილით, ბრაზითა და სიცოცხლით სავსე ამბავი გოგოებზე, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ და დაიღალნენ იმის მოსმენით, რომ რაღაც არ შეუძლიათ. ერთად სწავლობენ თამაშს, ერთმანეთის მოსმენას და დაცვას - მოედანზეც და მის გარეთაც. სამეფო უბნის თეატრი გიწვევთ ახალ სპექტაკლზე მოზარდებისთვის და ყველასთვის, ვინც მოზარდი იყო. წამოიყვანე შენი გუნდი! მონაწილეები და სპექტაკლის შემქმნელები: ნია გუგავა, მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, ელენე მინდიაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ქეთი ჯავახიშვილი, / სცენოგრაფი: ქეთევან ნადიბაიძე / კოსტიუმების მხატვარი: ნუცა კერესელიძე / კომპოზიტორი: ნინი ბანცაძე