
საქართველოს ღია ჩემპიონატი „მთაწმინდის არბენი 2026“
- როდის
აღწერა
ტრადიციული ღონისძიება „მთაწმინდის არბენი “ საქართველოს თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით, ამჯერად უკვე თბილისის მერიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით გაიმართება თბილისის ფუნიკულიორზე. წელს ჩვენი მიზანია, შეჯიბრის ჩატარებასთან ერთად, საერთაშორისო ლიცენზიის მოპოვება და საერთაშორისო სარეიტინგო ქულების სისტემაში ჩართვა. ეს ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, მიიღონ მოწვევები და დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის, მსოფლიო თაუერრანინგის ასოციაციის მეშვეობით. ღონისძიების დეტალები თარიღი: 18 ოქტომბერი დაწყების დრო: 10:00 საათი წელს ასარბენი მანძილი და კიბეების რაოდენობა გაიზარდა. მონაწილეებს მოუწევთ 720 საფეხურის დაძლევა, ხოლო საერთო დისტანცია შეადგენს 1000 მეტრს. რეგისტრაცია რეგისტრაციის საფასური: 20 ლარი 18 წლამდე მონაწილეთათვის რეგისტრაცია უფასოა - დააჭირე აქ რეგისტრაცია დასრულდება 15 ოქტომბერს დაჯილდოვება ფინიშამდე მისულ ყველა მონაწილეს გადაეცემა ფინიშერის მედალი. აბსოლუტური კატეგორია ქალებსა და კაცებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფულადი პრიზებით. საპრიზო ფონდი: 1200 ლარი ქალები I ადგილი – 300 ლარი II ადგილი – 200 ლარი III ადგილი – 100 ლარი კაცები I ადგილი – 300 ლარი II ადგილი – 200 ლარი III ადგილი – 100 ლარი ასაკობრივი კატეგორიები სიგელებით დაჯილდოვდება პირველი სამეული შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 18 წლამდე 18-39 წელი 40-49 წელი 50-59 წელი 60-69 წელი 70+ წელი სპორტული მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს. სპეციალური ნომინაციები სიგელები გადაეცემათ: ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს; ყველაზე ასაკოვან მონაწილეს. შეჯიბრის განრიგი 09:00-10:00 – სამკერდე ნომრების გაცემა სტარტის ადგილთან; 09:55 – მონაწილეთა განლაგება სტარტზე რიგითი ნომრების მიხედვით; 10:00 – შეჯიბრის ოფიციალური დაწყება. 11:00 – დაჯილდოების ცერემონიის დაწყება. გისურვებთ წარმატებას და გელოდებით „მთაწმინდის არბენზე“! მნიშვნელოვანი გაფრთხილება!!! გულის დაავადებების ან სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს რეკომენდებულია თავი შეიკავონ შეჯიბრში მონაწილეობისგან. შეჯიბრის წესები მონაწილეები სტარტს აიღებენ ინდივიდუალურად. მსაჯის სიგნალზე დაიწყებს პირველი მონაწილე, ხოლო ყოველი მომდევნო მონაწილე სტარტს აიღებს 10-წამიანი ინტერვალით, ამას გააკონტროლებს მსაჯი. გამარჯვებული გამოვლინდება დაფიქსირებული საუკეთესო დროის მიხედვით. სამკერდე ნომრის გარეშე მონაწილეს შედეგი არ დაუფიქსირდება. ნომრის დაკარგვის, დაზიანების ან უნომროდ მონაწილეობის შემთხვევაში სპორტსმენი ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს. სამკერდე ნომრის სხვა მონაწილისთვის გადაცემა დაუშვებელია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ორივე მონაწილე მოიხსნება შეჯიბრიდან. ფინიშის ხაზის გადაკვეთისას თითოეული მონაწილის შედეგი ავტომატურად დაფიქსირდება. რეკომენდაციები მონაწილეთათვის შეჯიბრის დაწყებამდე რეკომენდებულია მოთელვითი ვარჯიშის შესრულება, რაც უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირადი ნივთების დატოვება მოხდება სპეციალურად გამოყოფილ მანქანაში, რომელიც ნივთებს ამოიტანს შეჯიბრის დასრულებისას ფინიშის ადგილზე, თუმცა ორგანიზატორები მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. სტარტი და ფინიშის ადგილმდებარეობა სტარტი: მთაწმინდის პანთეონის შესასვლელი სტარტის ლოკაცია ფინიში: მთაწმინდის ცენტრალური პარკი ფინიშის ლოკაცია საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტა - [email protected] ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/towerrunning.geo/ საიტის მისამართი - https://towerrunning.ge/ ტელეფონის ნომერი - (+995) 595 16 80 16 რეგისტრაციით ადასტურებთ: თანახმა ვარ ღონიძიების ფარგლებში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა განთავსდეს საჯარო სირცეში. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ჯამრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ღონისძიების მიმდინარეობისას. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება