
აღწერა
ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს - ,,არაჩვეულებრივი გამოფენა”, წელს ისევ სასტუმრო ,,რჩეული პალასი’’ უმასპინძლებს.ფესტივალზე შეძლებთ გაიცნოთ ახალი, მცირე საოჯახო მარნები და მათი ისტორიები, დააჭაშნიკოთ და შეიძინოთ დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები, რომლებიც წინასწარ შეირჩევა დეგუსტაციით.ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იქნებიან: ღვინის მწერლები, სომელიეები, იმპორტიორები, ტურიზმის და გასტრონომიის სფეროს წარმომადგენლები, ღვინის მოყვარულები.ასევე, ფესტივალი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ სასიამოვნო მუსიკით და ღვინოსთან გემრიელი მისადევნებლებით.ბილეთი: 30 ლარი (შეიცავს ბრენდირებული ჭიქის ღირებულებას).15 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უფასოდ, მხოლოდ ბილეთის მფლობელ მშობელთან ერთად.