
აღწერა
🍀 გარდენია მოხარული იქნება 15 სექტემბრიდან უმასპინძლოს პატარებს, მათ მასწავლებელს და მშობლებს სამებაღეო, მწვანე გაკვეთილზე. დაათვალიერებთ ბაღს. მწვანე სახელოსნოში გაცრით და შეაზავებთ მიწას, მოხატავთ ქოთანს, დარგავთ მცენარეს. ქოთანი მცენარით დაგრჩებათ სამახსოვროდ. გაკვეთილები ტარდება ყოველდღე, ორშაბათის გარდა. ხანგრძლივობა - ერთი საათი. ღირებულება: 15 - 20 მონაწილისთვის - 400 ლ. 20-ზე მეტი მონაწილის შემთხვევაში, თითოეულზე ემატება 20 ლ (თანხას ამატებთ გარდენიაში, ვიზიტის დღეს). გაკვეთილზე მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა - 30. თანმხლებ მასწავლებელს ან მშობელს შეუძლია სამახსოვრო ფოტოების გადაღება. 1 მასწავლებლის დასწრება უფასოა. ბავშვის დასწრების საფასური - 20 ლარი. მშობლის დასწრების საფასური - 20 ლ. შეარჩიეთ თავისუფალი, თქვენთვის სასურველი დღე და საათი. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება