
აღწერა
24 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო Paragraph Freedom Square-ში უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება. ღონისძიება BMG-ისა და დეველოპერული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია Prospect-ის კოლაბორაციით ტარდება.წლევანდელი თემა: „კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“.კონფერენცია 150-მდე CEO-ს, წამყვან დეველოპერს, ინვესტორსა და ინსტიტუციური სექტორის წარმომადგენელს გააერთიანებს. ღონისძიება მოიცავს:• კვლევებისა და სტრატეგიების პრეზენტაციას;• HARD TALK-ს - პირდაპირ, ინტერაქციულ დიალოგს ბაზრის ლიდერებს, კერძო / სახელმწიფო სექტორსა და რეგულატორს შორის;• პანელურ დისკუსიას გლობალურ მობილურობასა და კაპიტალის ნაკადების მართვაზე;• GREMO Award-ის დაჯილდოების ცერემონიალს სექტორის გამორჩეული წარმომადგენლებისთვის.GREMO 2026-ის წარმდგენია სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Alliance Group.ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (ღონისძიება განკუთვნილია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის).