soon.ge
მასტერკლასი

„ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანი და ტექნოლოგიები)"

როდის

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის ტრენინგი თემაზე: „ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანი და ტექნოლოგიები)". ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია: ის გვეხმარება ფიქრში, გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ წვრილმანი რუტინების მოგვარებაში, რომლებსაც ადრე დრო და ენერგია მიჰქონდა. მაგრამ რაც უფრო მეტს ვანდობთ მას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა: ვძლიერდებით თუ ვზარმაცდებით? ადამიანის ტვინი ბუნებით ენერგიის დაზოგვისკენ მიისწრაფვის. თუ AI-ს მხოლოდ დავალებებს ვაძლევთ, აზროვნების „კუნთი“ თანდათან სუსტდება. მასტერკლასზე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გადავიდეთ AI-ის მომხმარებლობიდან AI-სთან თანააზროვნებაზე , ისეთ თანამშრომლობაზე, სადაც ტექნოლოგია აფართოებს ჩვენს ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს და არ ანაცვლებს ფიქრის პროცესს. მონაწილეები შეძლებენ: • გამოიყენონ AI გადაწყვეტილებების გასაძლიერებლად და ყოველდღიური რუტინების გასამარტივებლად; • ამოიცნონ, სად იწყება „კოგნიტური დაზარმაცება“ საკუთარ პრაქტიკაში; • გამოიყენონ სასწავლო ტექნიკები, რომლებიც AI-ს აზროვნების პარტნიორად აქცევს; • ჩამოაყალიბონ AI-სთან მუშაობის საკუთარი წესები. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

„ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანი და ტექნოლოგიები)" — ბილეთები · 27 ნოემბერი, 2026 · soon.ge