soon.ge

HIGHLIMITER ❚ JULIA MARIA ❚ SHE/HER

როდის
სად
KHIDI

აღწერა

7 ნოემბერს G2 SHE/HER-ს უმასპინძლებს. ნიდერლანდების ანდერგრაუნდ სცენით შთაგონებული SHE/HER არის კლუბის Vulged რეზიდენტი, მისი სადებიუტო კომპოზიცია კი მიმდინარე წლის დასაწყისში Radion-ის VA კომპილაციაში გამოვიდა. მას შეუერთდება როტერდამში მოღვაწე დიჯეი Julia Maria, რომლის მუსიკალურ ხედვაზე ნიდერლანდების ელექტრონული მუსიკის სცენამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მისი ჟღერადობა აერთიანებს დინამიურ რიტმებს, მოძრავ გრუვებსა და ღრმა, ჰიპნოტურ ბეისლაინებს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ადგილობრივი პროდიუსერი და დიჯეი HIGHLIMITER. ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებული ჯაზისადმი ღრმა ინტერესიდან გამომდინარე, მისი საცეკვაო მოედანზე ორიენტირებული ჟღერადობა ელექტრონული მუსიკისადმი ინდივიდუალურ და პირად მიდგომას ასახავს

HIGHLIMITER ❚ JULIA MARIA ❚ SHE/HER — ბილეთები · 7 ნოემბერი, 2026 · soon.ge