soon.ge

homeis.gathering

როდის

აღწერა

homeis.gathering („შეკრება") — ჟურნალ homeis.ge-ს ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებებით დაინტერესებულ აუდიტორიას აერთიანებს, წელს განახლებული ფორმატით ბრუნდება: ღონისძიება იქნება ორდღიანი და ის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს (18:00), სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. ორი დღე ორ განსხვავებულ, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემას დაეთმობა — უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს, შემდეგ კი არქიტექტურას. 31 ოქტომბერი — უძრავი ქონება და დეველოპმენტი პირველ დღეს საუბარი შეეხება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, მიმდინარე ტენდენციებს, ინდუსტრიაში არსებული სიტუაციის შეფასებას, არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის როლს დეველოპმენტში და ა.შ. პროგრამა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ გამოსვლებს, ისე პანელურ დისკუსიასა და პროექტების წარდგენას. საბა ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი ზურაბ ერისთავი - Eristavi Estates-ის დამფუძნებელი და Rentals-ის მმართველი პარტნიორი. გიორგი გიორგაძე - „დომუს ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ასევე Tbilisi Outlet Village-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ეთუნა მუნჯიშვილი - უძრავი ქონების დეველოპმენტის საკონსულტაციო გუნდის ხელმძღვანელი, კოლიერს ჯორჯია. დავით კუპატაძე - არქიტექტურული ვიზუალური კომუნიკაციების - Render Studio-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. პირველი დღის ფარგლებში ასევე გაიმართება GT Deco-ს პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ვაჩე თავდიშვილი (GT Deco-ს მმართველი პარტნიორი), გიორგი ტუღუში (საერთაშორისო ლექტორი და ნეირომარკეტინგის ექსპერტი) და თემო ბიწაძე („ალიანს ჯგუფის“ თანამფლობელი და კომერციული დირექტორი). 1 ნოემბერი — არქიტექტურა მეორე დღე სრულად მიეძღვნება არქიტექტურულ ნაწილს. გამომსვლელები ისაუბრებენ გამორჩეულ პროექტებზე, თბილისური სახლების ისტორიებზე, კულტურული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და არქიტექტურის სოციალურ მნიშვნელობაზე. გიორგი ქურდიანი - „გია და არჩილ ქურდიანების სტუდია დინასტიის“ შემოქმედებითი დირექტორი და არქიტექტორთა დინასტიის მეხუთე თაობის წარმომადგენელი. თამაზ გიორგაძე - არქიტექტორი, SG Architecture-ის დამფუძნებელი და დირექტორი. თათია ღვინერია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კულტურული მემკვიდრეობის კონსულტანტი. ნიკოლოზ ჯაფარიძე - არქიტექტორი, Architects of Invention-ის ხელმძღვანელი ლონდონსა და თბილისში. დადუნა შათაშვილი — არქიტექტორი, ანტრეპრენერი, Artytechs-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ლევან თეთრაძე — საქართველოს ბანკის ბიზნესდაკრედიტების მიმართულების Product Owner-ი. თომას ვილემაიტი (Thomas Willemeit) — გერმანელი არქიტექტორი და საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიის GRAFT-ის თანადამფუძნებელი. წლევანდელ ღონისძიებაზე სიახლეა ე.წ. Marketplace სივრცე, რომელიც ქმნის შესაძლებლობას საქმიანი შეხვედრებისა თუ კონსულტაციებისთვის და მისი მთავარი უპირატესობა მიზნობრივი კომუნიკაციაა. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მონაწილე კომპანიების პროდუქტებსა თუ სერვისებს, პირადად შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და დაამყარონ მათთან ახალი საქმიანი კავშირები. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი პროდუქტის დიზაინერების მიერ შექმნილი დიზაინ ობიექტების ექსპოზიცია, რომელიც Amelie Events-ის კურატორობით ტარდება და წარმოაჩენს სახლისთვის შექმნილ უნიკალურ ნივთებს. ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი გენერალური პარტნიორი: Render Group ოქროს სპონსორები: GT Deco, Kolkhi Group პარტნიორები: Ton, Caparol, Silk Road Group, The Telegraph Hotel, Signall, Gabuild, Baumer, 14/16 chairs & more, ELTEG • ელტეგი, Greenstone მხარდამჭერები: Archtrade, Ma Architects, AMMA Design, Jambo, Lost & Found, Midea, Next Building Technologies, Dio უძრავი ქონების მთავარი მზღვეველი: Aldagi ბილეთების კორპორაციულად შესყიდვის შემთხვევაში მიმართეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] ბილეთები არ ბრუნდება