
აღწერა
Industry Talks წარმოადგენს BDO Digital-ისა და BMG-ის ერთობლივ, მასშტაბურ B2B პლატფორმას, რომელიც სტრატეგიული დიალოგისთვის აერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, მმართველ რგოლსა და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს. ეს არის ექსკლუზიური სივრცე, სადაც გლობალური ხედვები და ლოკალური პრაქტიკა იკვეთება ბიზნესის განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. ინოვაციური, ციკლური კონცეფციის მქონე პროექტის სადებიუტო ღონისძიება, Industry Talks 1.0 | Retail Transformation, სრულად დაეთმობა რითეილ სექტორს, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.2026 წლის 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები თანამედროვე ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე სადისკუსიოდ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილება ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეალურ ქეისებსა და იმ კომპანიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის რთული გზა უკვე წარმატებით გაიარეს. ეს ყველაფერი აუდიტორიას ბიზნესისთვის რელევანტური, დინამიკური და მაღალი ინტერესის მქონე ფორმატით მიეწოდება.ღონისძიება მიზნობრივად არის შექმნილი კომპანიების დამფუძნებლებისთვის, C-level მენეჯმენტისთვის, რითეილისა თუ ტექნოლოგიური მიმართულებების ხელმძღვანელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბიზნესის ციფრული ევოლუციის სათავეში დგანან. Industry Talks ბევრად ცდება ტრადიციული კონფერენციის ფარგლებს. 200-ზე მეტი მაღალი რგოლის სტუმრის თანდასწრებით, ის ქმნის იდეალურ ეკოსისტემას მაღალი დონის ნეთვორქინგისთვის. აქ შეძლებთ ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან დაკავშირებას, ახალი სტრატეგიული პარტნიორობების დაწყებასა და იდეების გენერირებას. პროფესიულ ნაწილთან ერთად, ღონისძიების სრული პროგრამა უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის ყავის შესვენებას და დასკვნით ვახშამს.ღონისძიების ხანგრძლივობა: 5 საათი.