soon.ge

IV დასი X ტიგინა

როდის

აღწერა

IV დასი × TIGINA — KIKI BOU ქართული ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული ჟღერადობა და საერთო დენსფლორი. 20 ნოემბერს, Academy – Tbilisi-ში, KIKI BOU ერთ სცენაზე გააერთიანებს IV დასს, TIGINA-ს და სხვადასხვა ჟანრის დიჯეებს: RANNITA, TIFU და VERSEL. პირადი ისტორიები და ნაცნობი მელოდიები დინამიკურ რიტმებს, ექსპერიმენტულ ჟღერადობასა და საცეკვაო ენერგიას შეხვდება. KIKI BOU ღონისძიებების ორგანიზატორია, რომლის მთავარი იდეაა ჰიპ-ჰოპის დაკავშირება გემოვნებით შერჩეულ ელექტრონულ მუსიკასთან. ჩვენ ვქმნით საღამოებს, სადაც განსხვავებული ჟანრები ერთმანეთს ავსებს და მათი მსმენელები ერთ დენსფლორზე ხვდებიან. IV დასი ქუთაისის ხმა, ქალაქის პოეზია და ქუჩის ამბები — IV დასი ამ ყველაფერს ჰიპ-ჰოპის რიტმებში აერთიანებს. მათი მუსიკა პირად ისტორიებსა და მეამბოხე სულს გადმოსცემს, რომლებშიც ქუთაისის ხასიათი იგრძნობა. TIGINA გიორგი ტიგინაშვილი, სასცენო სახელით TIGINA, მსმენელს ორიგინალურ ელექტრონულ ჟღერადობას სთავაზობს. ჰარმონიული ბგერებისა და თანამედროვე ექსპერიმენტული ელემენტების შერწყმით ის საკუთარ, გამორჩეულ ბგერით სამყაროს ქმნის. RANNITA RANNITA Melodic House-სა და Melodic Techno-ს აერთიანებს და ემოციას დინამიკურ რიტმებსა და ძლიერ გრუვს უხამებს. მას სცენა გაუზიარებია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Vanco, Maaura, Broder და Imen. დღეს ის საქართველოს ელექტრონულ მუსიკალურ სცენაზე საკუთარ ხელწერას ავითარებს. VERSEL VERSEL თბილისში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერია, რომლის ჟღერადობა ჰიპნოზურ, ტეხილ რიტმებს, ემბიენტ ტექსტურებსა და ბნელ ატმოსფეროს აერთიანებს. მისი სეტები თანდათან ვითარდება და მსმენელს ემოციითა და თავშეკავებული, თუმცა ძლიერი ენერგიით სავსე მუსიკალურ მოგზაურობაში ითრევს. TIFU TIFU სადებიუტო სეტით წარდგება და დენსფლორზე bouncy techno-ს ენერგიას მოიტანს. თანამედროვე ევროპული რეივ სცენით შთაგონებული, მისი სეტი მოქნილ ბასს, ხალისიან გრუვებსა და სწრაფ რიტმებს გააერთიანებს. მაგიდების დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით: 598 42 15 47 20 ნოემბერი. შევხვდებით დენსფლორზე. VIP ბილეთი მოიცავს ბილეთს პროსეკოს და ხილის დაფას 18+. 16–17 წლის სტუმრები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით. 16 წლამდე პირები არ დაიშვებიან. აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

IV დასი X ტიგინა — ბილეთები · 20 ნოემბერი, 2026 · soon.ge