soon.ge

ქართული გასტრონომიული კულტურა

როდის

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ქართული გასტრონომიული კულტურა", შეხვედრას გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა წარუძღვება. ქართული გასტრონომიული კულტურა მხოლოდ კერძებისა და სუფრის ტრადიცია არ არის ის საქართველოს ისტორიის, იდენტობის, რელიგიის, ბუნებისა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შეხვედრაზე მიმოვიხილავთ ქართული კულინარიის მრავალსაუკუნოვან განვითარებას, რეგიონული სამზარეულოების მრავალფეროვნებას, ღვინის კულტურას, სუფრის ფილოსოფიასა და იმ სიმბოლოებს, რომლებიც ქართულ სტუმართმოყვარეობასა და კულინარიულ მემკვიდრეობას ქმნის. ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ, როგორ იქცა საკვები კულტურულ მეხსიერებად, რას გვიყვება ქართული კერძები სხვადასხვა კუთხის ისტორიაზე და რატომ არის ქართული გასტრონომია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოხატულება. შეხვედრის მიზანია ქართული გასტრონომიის დანახვა, როგორც კულტურული კოდის სისტემისა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ გამოცდილებას, რიტუალებს, ეთიკურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს. საკვები ამ კონტექსტში აღიქმება არა მხოლოდ ყოველდღიურ საჭიროებად, არამედ მეხსიერების, იდენტობისა და კულტურული უწყვეტობის მატარებლად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება