soon.ge
სხვა

Knife Show Tbilisi 2026

როდის
სად
Tbilisi

აღწერა

საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია მოხარულია, კვლავ გიმასპინძლოთ 2026 წლის 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში, ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვაზე — Knife Show Tbilisi 2026. უკვე მეხუთე წელია, Knife Show Tbilisi ერთ სივრცეში აერთიანებს ქართველ და უცხოელ დანის ოსტატებს, მჭედლებს, ხელოვანებს, კოლექციონერებს, ენთუზიასტებსა და სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს. ყოველწლიურად ღონისძიება იზრდება და ვითარდება სწორედ ოსტატების, მონაწილეების, პარტნიორებისა და დამთვალიერებლების მხარდაჭერით. ჩვენი მთავარი მიზანია სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია, ოსტატების მხარდაჭერა და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი და დამწყები ოსტატების, დიზაინერებისა და ენთუზიასტების წარმოჩენას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და გამოცდილი ოსტატების საქმიანობის კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. Knife Show Tbilisi ასევე ქმნის სივრცეს, სადაც ოსტატებსა და დამთვალიერებლებს უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ. სტუმრებს შეუძლიათ ახლოდან დაათვალიერონ, ხელით შეეხონ და შეიძინონ წარმოდგენილი ნამუშევრები, გაეცნონ მათი შექმნის ისტორიასა და ტექნიკას და პირადად შეხვდნენ მათ ავტორებს. ჩვენთვის ეს სფერო მხოლოდ დანებისა და იარაღის წარმოებას არ გულისხმობს. მახვილი, ხმალი, ხანჯალი, სატევარი და დანა საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათთან ერთად თაობიდან თაობას გადაეცემოდა როგორც თავად ნივთები, ისე მათი დამზადების ცოდნა და ოსტატობის ტრადიცია. ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ ცოდნისა და კულტურის შენარჩუნება, განვითარება და თანამედროვე საზოგადოებისთვის გაცნობა. Knife Show Tbilisi 2026-ზე წარმოდგენილი იქნება საავტორო და ხელნაკეთი დანები, ტრადიციული იარაღ-საჭურველი, სანადირო და ისტორიული ნაკეთობები, ასევე განსხვავებული სტილის, ზომის, ფორმის, მექანიზმისა და ესთეტიკის მქონე ნამუშევრები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ოსტატები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან სფეროსთან დაკავშირებული მომსახურების წარმომადგენლები — მათ შორის გრავირებისა და დანის ლესვის ოსტატები — და კომპანიები, მაღაზიები თუ გალერეები, რომლებიც წარმოადგენენ დანებს, სანადირო, სათევზაო და სალაშქრო ნივთებს, ინსტრუმენტებს, დანადგარებსა და სხვადასხვა თემატურ აქსესუარს. ასეთი ფორმატი ხელს უწყობს უშუალო კავშირების ჩამოყალიბებას ოსტატებს, კოლექციონერებს, მომხმარებლებსა და სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს შორის. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს კვალიფიციური ჟიური. სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებული ოსტატები და გაიმართება მათი დაჯილდოება. ტრადიცია წელსაც გრძელდება — ღონისძიებაზე დასასწრები თითოეული ბილეთი ავტომატურად მონაწილეობს გათამაშებაში. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ ჩვენი პარტნიორებისა და სპონსორების მიერ დაწესებული თემატური პრიზები. გათამაშებები დაიწყება 2026 წლის 24 ოქტომბრის 14:00 საათიდან, ხოლო პრიზების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის Facebook-გვერდზე. ყველა ბილეთს აქვს უნიკალური ნომერი.ბილეთის ფასი: 70 ლარი საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის წევრები ბილეთის შეძენისას ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით და მიიღებენ ინდივიდუალურ პრომოკოდს. შეიძინეთ ბილეთი წინასწარ და შემოგვიერთდით 24 ოქტომბერს Knife Show Tbilisi 2026-ზე! თარიღი და დრო: 24 ოქტომბერი, 2026 | 12:00 ადგილი: The Biltmore Hotel Tbilisi, Ballroom სასტუმროს მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №29 ღონისძიებაზე შესასვლელი: რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან, Ballroom-ის შესასვლელით ორგანიზატორი: ა(ა)იპ „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია“

Knife Show Tbilisi 2026 — ბილეთები · 24 ოქტომბერი, 2026 · soon.ge