soon.ge
სხვა

Legal Tech Meetup 2026

როდის

აღწერა

Legal Tech Meetup 2026 - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე მასშტაბური იურიდიულ-ტექნოლოგიური კონფერენცია.ორი წლის წინ Legal Tech Meetup კავკასიის რეგიონში იურიდიული ტექნოლოგიების პირველი კონფერენციის სახით, ევროპის იურიდიული ტექნოლოგიების ასოციაციასთან (ELTA) პარტნიორობით დაიწყო. 2026 წლის ნოემბერში ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით ბრუნდება და ორი დღის განმავლობაში იურიდიული და ტექნოლოგიური სფეროების წამყვან პროფესიონალებს გააერთიანებს.კონფერენციაზე შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორი იქნება იურიდიული საქმიანობის მომავალი: იურიდიული კომპანიების ლიდერები, კორპორაციების მთავარი იურიდიული მრჩევლები, იურიდიული ოპერაციების ხელმძღვანელები, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები და ინოვატორები.პირველი დღე დაეთმობა იურიდიულ კომპანიებს: როგორ იცვლება მათი ბიზნესმოდელი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როგორ იქმნება AI-ზე დაფუძნებული იურიდიული პრაქტიკა და რას ელიან დღეს კლიენტები იურისტებისგან. მეორე დღე დაეთმობა კორპორაციულ (in-house) გუნდებს: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კომპანიის შიგნით, მისი უსაფრთხო გამოყენება, გუნდის პროდუქტიულობის გაზრდა და იურიდიული ოპერაციების მომავალი.Legal Tech Meetup 2026 არის სივრცე, სადაც გაეცნობით სფეროს უმნიშვნელოვანეს ტენდენციებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, იმსჯელებთ პროფესიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და დაამყარებთ კავშირებს ადამიანებთან, რომლებიც ამ ცვლილებებს ქმნიან.თარიღი: 21–22 ნოემბერი, 2026ადგილი: Pullman Tbilisi Axis Towers, თბილისი, საქართველოენა: ინგლისურიერთდღიანი ბილეთებიEarly Bird: 260 ₾ (10 სექტემბრამდე)I კალათა: 310 ₾ (30 სექტემბრამდე)II კალათა: 390 ₾ (10 ნოემბრამდე)სტუდენტური ბილეთი: 180 ₾ორდღიანი ბილეთებიEarly Bird: 390 ₾ (10 სექტემბრამდე)I კალათა: 450 ₾ (30 სექტემბრამდე)II კალათა: 500 ₾ (10 ნოემბრამდე)სტუდენტური ბილეთი: 260 ₾