soon.ge
სხვა

ლიდერის შინაგანი კომპასი

როდის

აღწერა

ზოგჯერ ბიზნესის ზრდას არც ბაზარი აფერხებს, არც კონკურენცია და არც რესურსების ნაკლებობა...ზოგჯერ ყველაზე დიდი ბარიერი ისაა, რასაც საკუთარ თავში ვერ ვხედავთ. 🛑🧭ნაცნობია ეს განცდა?▪️ ტრიალებ ერთ წრეზე და ვერ გადადიხარ განვითარების ახალ ეტაპზე▪️ გიჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება▪️ ვერ ბედავ დელეგირებას და გინდა ყველაფერი აკონტროლო▪️ ხვდები, რომ მეტი შეგიძლია, მაგრამ რაღაც უხილავი გაჩერებს...მეწარმის გზა მხოლოდ ბიზნესის მართვა არ არის - ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მართვის გზაა.„ლიდერის შინაგანი კომპასი - ბიზნესის ზრდის უხილავი ბარიერები და რესურსები“ - მეგი მაისურაძის საავტორო, ინტერაქციული ვორქშოპი, სივრცე, სადაც თვალს გაუსწორებ შინაგან დაბრკოლებებს და აღმოაჩენ შენს რესურსებს.💡 რას გავაკეთებთ ვორქშოპზე?ეს არ იქნება ლექცია!ჩვენ ერთად შევქმნით ნდობით სავსე სივრცეს, სადაც ქოუჩინგური ინსტრუმენტების, მეტაფორული ბარათებისა და წერითი პრაქტიკის გამოყენებით:✔ შეხვდები შენს უხილავ ბარიერებს✔ აღმოაჩენ რესურსებს, რომლებიც უკვე გაქვს, მაგრამ ჯერ არ იყენებ✔ დაინახავ შენი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო შემდეგ ნაბიჯებს✔ შექმნი ინდივიდუალურ პერსონალური და ბიზნესის ზრდის სამოქმედო ხედვას ნაბიჯებით👤 სპიკერის შესახებ:მეგი მაისურაძე - ბიზნესის განვითარებისა და ლიდერობის მენტორი, ერიქსონის სერთიფიცირებული ქოუჩი (EPC), B4G-ის დამფუძნებელი (მეწარმეებთან მუშაობის 11-წლიანი გამოცდილებით).ხშირად ბიზნესის ზრდა სწორედ იქ იწყება, სადაც ლიდერი საკუთარ თავს ხვდება! 📈✨⚠️ ადგილები შეზღუდულია, რადგან ვორქშოპი არის ინტერაქციული.👉 დარეგისტრირდი, იპოვე შენი შინაგანი კომპასი და აქციე შენი პოტენციალი რეალურ შედეგად.26 სექტემბერი, 16:00-19:00 სთ.ღონისძიება გაიმართება ფიზიკურ სივრცეში. ლოკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ბილეთების მფლობელები.ბილეთის ფასი: 80 ლარი.ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

ლიდერის შინაგანი კომპასი — ბილეთები · 26 სექტემბერი, 2026 · soon.ge