soon.ge

მერი პოპინსი

როდის

აღწერა

„მერი პოპინსი“ „მერი პოპინსი“ ჯადოსნური, მხიარული და თბილი ამბავია, რომელიც ბავშვობის სამყაროში გვაბრუნებს. იდუმალი ძიძა მერი პოპინსი მოულოდნელად ჩნდება ოჯახში და ყოველდღიურ ცხოვრებას ფერად თავგადასავლად აქცევს. მისი დახმარებით ბავშვები სამყაროს ახლებურად აღმოაჩენენ, უფროსები კი კიდევ ერთხელ იჯერებენ, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება. ეს არის ამბავი სიყვარულზე, ოჯახზე, მეგობრობაზე და იმ ჯადოსნობაზე, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა სამყაროს ბავშვური თვალებით ვუყურებთ. ავტორი: პამელა ტრევერსის ნაწარმოებებისა და მაქსიმ დუნაევსკის მუსიკალური ნაწარმოებების მიხედვით ჟანრი: მიუზიკლი ქორეოგრაფი: დავით მეტრეველი ინსცენირება: ლევან გვაზავა და ნინო მანაგაძე არანჟირება: ნათია ჯიქია, ლევან გვაზავა გუნდის არანჟირება: მარია ელენა ბეჟაშვილი დამდგმელი რეჟისორი: ლევან გვაზავა მხატვარი: ბარბარე ასლამაზი მუსიკალური გაფორმება: ლევან გვაზავა მსახიობები: ნინო კიკაჩეიშვილი (მერი პოპინსი) ვლადიმერ ნოვოსარდოვი (მისტერ ჯორჯ ბენქსი) სოფიო ლომჯარია (მისის ბენქსი, მისი ცოლი) გიგა კაკუბავა (რობერტ რობერტსონი (მისტერ ეი), მაიკლისა და ჯეინის ბიძა, მისის ბენქსის ძმა) საბა ფანჯიკიძე / ნიკოლოზ ხუბაშვილი (მაიკლ ბენქსი, მათი ვაჟი) ტაისია ლომსიანიძე / თეკლა მგებრიშვილი (ჯეინ ბენქსი, მათი ქალიშვილი) ნანა დარჩიაშვილი (მის იუფიმია ენდრიუ) ნინა კალატოზიშვილი (ქალი მტრედებით) ინა ვორობიოვა (მისის კეტი ლარკი, ბენქსების მეზობელი, ძაღლების – ედუარდისა და ბართლომეს პატრონი) ოლეგ მჭედლიშვილი (ადმირალი ჰენრი ბუმი) ნინო გაჩეჩილაძე (მისის უილკინსი) ანა ნიკოლავა (მის ენდრიუს თუთიყუში) ზურაბ ჭიპაშვილი (პოლისმენი, ფოსტალიონი, მისტერ სმიტი) დავით ნიჟარაძე (ნელეი, მარმარილოს ბიჭუნა) გუნდი და ბალეტი

მერი პოპინსი — ბილეთები · 11 ოქტომბერი, 2026 · soon.ge