soon.ge

მდგმური

როდის

აღწერა

“მდგმური” „მდგმურის“ მთავარი გმირი კუზოვკინი ღარიბი აზნაური და უუფლებო მემამულე-ხიზანია, რომელსაც ცხოვრებამ საკუთარი ღირსების დამალვა და სხვის სახლში მასხარას როლის თამაში აიძულა. ერთი შეხედვით, ის უბრალოდ დაჩაგრული ადამიანია, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად მისი ნამდვილი სახე იკვეთება - დამცირებისა და უსამართლობის მიუხედავად, მასში კვლავ ცოცხლობს აზნაურის სიამაყე, კეთილშობილება და საკუთარი თავის პატივისცემა. სკანდალური და დრამატული მოვლენები კუზოვკინს რთული არჩევანის წინაშე აყენებს: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი, როცა მის ღირსებას ეხებიან? და რა რჩება მაშინ, როცა ადამიანს თითქმის ყველაფერი წაართვეს? ქართულ სცენაზე „მდგმური“ პირველად არის წარმოდგენილი. პრემიერა მიეძღვნა ი. ტურგენევის დაბადებიდან 195-ე და ნაწარმოების შექმნიდან 165-ე წლისთავს. დადგმა განხორციელდა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით. ავტორი: სლავომირ მროჟეკი (ი. ტურგენევის პიესის მიხედვით) ჟანრი: მელოდრამა თარგმანი: პოლონურიდან თარგმნა ლეონარდ ბუხოვმა დამდგმელი რეჟისორი: ნუგზარ ლორთქიფანიძე (ნუგზარ ლორთქიფანიძე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელისა და ა. წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატი) მხატვარი: ჯეირან პაჩუაშვილი (საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ა. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი) მუსიკალური გაფორმება: გიორგი კაკუბერი მსახიობები: დიმიტრი სპორიშევი (პაველ ნიკოლაევიჩ ელეცკი) ნატალია ვორონიუკი (ოლგა პეტროვნა ელეცკაია) მიხეილ არჯევანიძე (ვასილი სემიონოვიჩ კუზოვკინი) ოლეგ მჭედლიშვილი (ფლეგონტ ალექსანდრიჩ ტროპაჩევი) გოგი თურქიაშვილი (ივან კუზმიჩ ივანოვი) ვასილ გაბაშვილი (კარპაჩოვი) ზურაბ ჭიპაშვილი (ნარცის კონსტანტინიჩ ტრემბინსკი) ლუკა ჯიშკარიანი (ეგორ კარტაშოვი) ვლადიმერ ნოვოსარდოვი (პეტრე) ალა მამონტოვა (პრასკოვია სპირიდონოვნა) ნანა დარჩიაშვილი (აგრაფენა) ქრისტინე ბერუაშვილი (მაშა) ნინა ნინიძე (დედა) ანა ჭიპაშვილი (ოლეჩკა)

მდგმური — ბილეთები · 18 ოქტომბერი, 2026 · soon.ge