
აღწერა
სპექტრაკლი მეტრო პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი რეჟისორი: ნანუკა ხუსკივაძე მთავარ როლებში: ბუკა ღლონტი, თეკლა სულაქველიძე, ლევან გაბრავა სპექტაკლის არსი თანამედროვე ქართული საზოგადოების სახის ჩვენებაა, რომელსაც მეტროს დახურულ სივრცეში სულ სამი პერსონაჟი: ორი მამაკაცი და ერთი ქალი განასახიერებს. სიცოცხლის წრესთან გაიგივებული მეტროს წრიული ხაზი ქმნის ფონს საზოგადოების ძირეული პრობლემების წარმოსაჩენად. ნდობის დაკარგვა, ფასადურობა, გაუცხოება და სოციალური ქსელებისათვის დამახასიათებელი მოჩვენებითობა და სიყალბე- ეს ყოველივე ეღობება წინ ადამიანის პირველად მოთხოვნილებას მეორე ადამიანთან დალაპარაკებისა, გაზიარებისა, თანაგრძნობის მიღებისა.. სატირისა და ირონიის ფორმით გადმოცემული ეს ამბავი თეატრალური აბსურდის სახეს იძენს. ის, რასაც მაყურებელი რეჟისორისა და არტისტების წყალობით სცენაზე დაინახავს თამამი ექსპერიმენტია, რომელმაც თანაბრად შეიძლება გამოიწვიოს როგორც სიცილი, ასევე ტირილი. ამ ყოველივეს კი შესაძლებელს ხდის მცირე დარბაზი, მისთვის დამახასიათებელი კამერულობითა და მაყურებლისა და მსახიობის ურთიერთდაკავშირებულობით. ⏳ ხანგრძლივობა: 1სთ/15წთ